18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრები 38:3 დაამარცხა

რაგბი 16-აპრ, 22:149 Sportnews 3645


16 აპრილს საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 38:3 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში რუსმა მორაგბეებმა საჯარიმო დატყმით გახსნეს, რასაც ქართველთა გააქტიურება და ზედიზედ სამი გატანილი ლელო მოჰყვა. ლევან მგელაძის გუნდმა სამივე ლელო გარდასახა და პირველი ტაიმი 21:3 მოიგო. პატარა "ბორჯღალოსნებმა" უპირატესობა ხელიდან არც მეორე ტაიმში გაუშვეს და ანგარიში უფრო სოლიდური გახადეს - 38:3. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა, სადაც პორტუგალია - იტალიის წყვილში გამარჯვებულ იტალიის ნაკრებს 19 აპრილს შეხვდება.

საინტერესოა, რომ მსოფლიოსა და ევროპის რაგბის მმართველებმა, ჩაკეტილი წრის გასახსნელად პირველი ნაბიჯი გადადგეს - კერძოდ, ახალი ფორმატის თანახმად, "ექვსი ერის" ქვეყნების 18-წლამდელთა ნაკრებებმა ორ სამგუნდა ჯგუფში ითამაშეს და ორი უარესი გუნდი შედარებით დაბალ დონეზე სათამაშოდ გაუშვეს.

წარუმატებელი ნაკრებები -  იტალია და შოტლანდია აღმოჩნდნენ, რომლებთანაც ძალის მოსინჯვის შანსი დაბალ დონეზე მდგომი სარაგბო ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ნაკრებსაც ეძლევა...

სხვა მატჩები 


გერმანია 28:11 ბელგია
შოტლანდია 58:3 რუმინეთი
იტალია 14:3 პორტუგალია 


საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები რუსეთთან

15. გიორგი აფციაური („თი-ბი-სი")
14. მურაზ გიორგაძე („პატარძეულის ვეფხვები")
13. თამაზ მჭედლიძე („არმია")
12. მერაბ შარიქაძე („აკადემია")
11. გიორგი ფრუიძე (რუსთავის „ხარები")
10. გიორგი ტალახაძე („ხულიგანა")
9. ვაჟა ხუციშვილი (რუსთავის „ხარები")
1. გიორგი თეთრაშვილი („ხულიგანა")
2. გიორგი ლომთაძე (ქუთაისის „აია")
3. ვახტანგ ახობაძე („ლელო")
4. გიორგი მჭედლიშვილი („ჯიქები")
5. გიორგი სორდია („ლილი", საფრანგეთი)
6. საბა შუბითიძე („აკადემია")
7. თამაზ ოლხიაშვილი („ლილი", საფრანგეთი)
8. ნოდარ მარდალეიშვილი (ქუთაისის „აია")

სათადარიგოები

16. დავით ხიდაშელი („არმია")
17. რატი ასათიანი (ქუთაისის „აია")
18. თორნიკე ჯიბლაძე („თი-ბი-სი")
19. ლაშა მოსეშვილი
20. ზურაბ თუთბერიძე (ქუთაისის „აია")
21. გიორგი ბასილაია (რუსთავის „ხარები")
22. ნიკოლოზ სულხანიშვილი („პატარძეულის ვეფხვები")

განაცხადში ვერ მოხვდნენ: 23. გიორგი ნათელაშვილი (რუსთავის „ხარები"), 24. ნიკოლოზ პინაიშვილი („არმაზი"), 25. ბესარიონ შენგელია („ყოჩები"), 26. საბა ნიკოლავა („თი-ბი-სი")
მწვრთნელები: ლევან მგელაძე, დავით კაკაბაძე.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (194)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი