ირაკლი აბუსერიძე: ამ გამარჯვებას მთელ ქვეყანას ვულოცავ!

რაგბი 18-მარ, 12:479 Sportnews 2530


მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთა თასის მეხუთე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნულმა გუნდმა რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა და დიდი სხვაობით 46:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ბორჯღალოსანთა" კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ პირველი არხის მეშვეობით ქართველ ერს პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვება მიულოცა.

ირაკლი აბუსერიძე: "პირველ რიგში მინდა გამარჯვება ჩვენ ბიჭებს და მთელ ქვეყანას მივულოცო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ეს რაგბის ოჯახის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რადგან გულშემატკივარი მე-16 მოთამაშესავითაა. მათი შეძახილი და გვერდში დგომა დიდ სტიმულსა და ძალას გვაძლევს".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (202)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი