დღის ახალი ამბები

ოჯახური დავა დასრულდა! - სასიხარულო ინფორმაცია ილია თოფურიასა და მის ყოფილ ცოლზე

ოჯახური დავა დასრულდა! - სასიხარულო ინფორმაცია ილია თოფურიასა და მის ყოფილ ცოლზე


Today, 17:56

UFC-ს ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას წინააღმდეგ სარჩელი მისმა ყოფილმა ცოლმა უკან გაიტანა - შეთანხმება თოფურიას პირობებით შედგა.

დღეს თოფურიამ Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოქტაგონზე დაბრუნება დააანონსა და დაწერა: "ჩემპიონი ბრუნდება!".

Marca-მ ილია თოფურიასა და მისი ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უსკატეგის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა იტყობინება, რომ სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა და „ელ მატადორი“ გაამართლეს.

„ილიასთვის ბოლო თვეები საკმაოდ ქაოტური იყო, თუმცა ყველაფერი ბედნიერად დასრულდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქმე დახურულია. თოფურიას ყოფილმა მეუღლემ და ილიამ შეთანხმებას მიაღწიეს“.

შეგახსენებთ, რომ ილიას მიერ განქორწინების სარჩელიდან სამი კვირის შემდეგ, ჯორჯინამ სასამართლოს მიმართა. მან თოფურიას ბრალი დასდო „ოჯახურ და გენდერულ ძალადობაში“, ასევე „სხეულის დაზიანებების მიყენებაში“. გარდა ამისა, „ელ მატადორს“ საკუთარი ქალიშვილი ნანახი რამდენიმე თვე არ ჰყავდა და მისი ნახვის უფლებას ითხოვდა. საბოლოოდ, ყველაფერი ილიას სასარგებლოდ დასრულდა და სასამართლომ მისი პოზიცია დაიკავა.


წყარო: palitravideo.ge




  • ილია თოფურია, თოფურია, ჯორჯინა, ilia, ilia topuria, topuria
    გაზიარება
    მოინახულეს 1 949-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. რა ქონებას ფლობს თავად ჯორჯინა უზკატეგუი? – საკუთარი კომპანია, ამერიკული განათლება და უცნობი ფაქტები
    2. ცნობილია რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ ილია თოფურიას საქმეზე
    3. “არ დახაროთ თვალები, შეინარჩუნეთ ღირსება… არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს…” – რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
    4. „სიყვარული, რომელიც გიხელს თვალებს და სულს“ – ჯორჯინა უზკატეგუი ილია თოფურიასთან დაშორებაზე გავრცელებული ჭორების შემდეგ ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
    5. "და­ქორ­წინ­დი კაც­ზე, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მე­ბის დროს ღმერ­თს მი­მარ­თავს და არა სხვა ქა­ლებს... არ მე­ნა­ნე­ბი..." - ღალატი თუ აქტივების გაყოფა? ესპანური მედია ილიასა და ჯორჯინას დაშორების მიზეზებზე
    რეკლამა