ნახეთ ვინ გახდა საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენი

სხვა სახეობები 22-დეკ, 20:459 Sportnews 5915



საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონმა 2017 წელს სამი ტიტული მოიგო და სამივე რეკორდით: აპრილში, ხორვატიის ქალაქ სპლიტში ევროპის უძლიერესი ძალოსნის ტიტული მოიპოვა და ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა; ნოემბერში, დუშეთში, საქართველოს ჩემპიონი გახდა ასევე არნახული მიღწევით; 6 დეკემბერს კი, ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო! ორჭიდის ჯამში ლაშამ 477კგ დაძლია! აქვე გეტყვით, რომ ის ოქროს მედლებს დაეუფლა ატაცსა და აკვრაში.

ნახეთ ვინ გახდა საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენი


ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე, რომელსაც სეოკ-ის მესვეურების გარდა კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც დაესწრო, ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესი და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების შესაძლებლობები განიხილეს, ასევე 2019 წელს დაგეგმილი სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებების შესახებ მოისმინეს სეოკ-ის ხელმძღვანელთა ანგარიში.

სეოკ-ის სესიას საპატიო სტუმრის სტაუსით დაესწრო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სერგეი ბუბკა. ლეგენდარულმა მძლეოსანმა, ოლიმპიურმა და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა ჭოკით ხტომაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესი ჯილდო - ოლიმპიური ორდენი გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს.

სამინისტროს პრესსამსახური


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (179)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი