სამეულს ერთი ქართველიც ვერ შეწვდა

სხვა სახეობები / ჭიდაობა 20-თებ, 20:499 beqa_beqa 2017


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიუსელდორფის დიდი პრიზი უმედლოდ ჩაამთავრა. 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ჯერ მეოთხედფინალური შეხვედრები არ ჩამთავრებულა და ექვსი ქართველიდან ტატამს ერთიც აღარაა შერჩენილი.

სამეულს მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) მიუახლოვდა, რომელმაც პოლონელი კრჟიშტოფ ვეგლარზისა და ფრანგი ივ მეთიუ დაფრევილის ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში შვედ მარკუს ნიმანთან წაიფორხილა. შეგახსენებთ, სწორედ ნიმანთან წააგო შარშან, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, დამატებით დროში. ამჯერად ლიპარტელიანი ვაზარს იგებდა და უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – საფინალო სირენამდე ხუთი წამით ადრე, ვაზარზე დავარდა, შემდეგ კი შებოჭვაზეც მოყვა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო ტატამზე დაბრუნებულმა ირაკლი ცირეკიძემ (100 კგ) მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა – უკრაინელ ვიაჩესლავ დენისოვს იპონით გასცდა, მაგრამ მერვედფინალში, მონღოლ ტემუულენ ბატულგასთან იპონითვე (ორი ვაზარით) დამარცხდა.
ერთადერთი გამარჯვებით დაასრულა დიდი პრიზი მძიმეწონოსანმა ზვიად ხანჯალიაშვილმაც. აზერბაიჯანელ ემილ ტაჰიროვს იოლად მოუმთავრა საქმე. ლიტველ მარიუს პასკევიჩუსსაც ვაზარ-იუკოთი უგებდა, მაგრამ შებოჭვაზე მოჰყვა. +100 კილოგრამში კიმონო ნოდარ მეტრეველმაც მოირგო და ხანჯალიაშვილის მსგავსად, ისიც მერვედფინალიდან გამოეთიშა შეჯიბრს, ოღონდ იქამდე ორი მეტოქის – თურქი ენსარ ტამასა და სლოვენიელი მატიაზ სერაჟის ძლევა მოასწრო. მარცხი კი ბრაზილიელი რაფაელ სილვასგან იწვნია. სწორედ სილვასთან წააგო გასულ უქმეებზე, ბუდაპეშტის მსოფლიოს თასის ნახევარფინალში.
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ლევან წიკლაურმა (ორივე 81 კგ) დიუსელდორფის დიდ პრიზზე მხოლოდ თითო შეხვედრა ჩაატარეს. ჭრიკიშვილი იტალიელ ფრანჩესკო ბრიერთან დამარცხდა, წიკლაური – ლატვიელ კონსტანტინს ოვჩინიკოვსთან.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (136)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი