გორში შიდა ქართლის ახალგაზრდა ძიუდოსტთა შესარჩევი ტურნირი ჩატარდა

სხვა სახეობები 05-აპრ, 16:159 slim4me 2509


გასულ უქმეებზე გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზში გაიმართა ახალგაზრდებს შორის შიდა ქართლის შესარჩევი პირველობა ძიუდოში. რეგიონის ოთხივე (კასპი, გორი, ქარელი, ხაშური) რაიონის ძიუდოს სკოლის ფალავნებს შორის პაექრობაში გაირკვა, შიდა ქართლის იმ გუნდის შემადგენლობა, რომელიც აპრილის მიწურულს, თბილისში საქართველოს ჩემპიონატზე მიიღეებს მონაწილეობას ახალგაზრდებს შორის.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ორი წელია ქართლელები განსაკუთრებით კარგად ასპარეზობენ და გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონებიც ხდებიან. შესაბამისად, ქვეყნის ძიუდოს ფედერაციის მიერ გამოყოფილი ქვოტით შიდა ქართლს წელსაც თითოეულ წონით კატეგორიაში ოთხი ფალავანის გამოყვანის უფლება აქვს. აწდასრულებულ რეგიონალურ შეჯიბრებაზე, ისევე, როგორც ბოლო წლებში, ძიუდოს სკოლების ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით ფინალური პაექრობები აღარ გამართულა და თითოეულ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში გამარჯვებული სპორტსმენებით დაკომპლექტებულ იქნა ყველა საუკეთესო ოთხეული.

რვა წონით კატეგორიაში საუკეთესოდ მიჩნეული 32 ძიუდოისტიდან 25 გორელია, 4 ქარელელი და 3 კასპელი. ხაშურიდან ვერცერთმა ფალავანმა ვერ შეძლო გუნდში მოხვედრა. "მინდა გამოვარჩიო ჭიდაობის სეპციალიზებული სპორტული სკოლის (დირექტორი ანზორ თენაძე) მორიგი წარმატება. ამ სკოლის აღზრდილები მუდამ განსაკუთრებულ როლს თამაშობენ რეგიონის ძიუდოს წარმატებებში. ამჯერადაც, რეგიონის გუნდის 25 გორელი ფალავანიდან 22 სწორედ ამ სკოლის აღზრდილია. ცხადია ეს ფაქტი აქ მოღვაწე მწვრთნელების სწორი მიმართულებით მუშაობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს" _ გვითხრა შეჯიბრების შემდეგ ძიუდოს სპეციალისტმა გურამ პაპიტაშვილმა.

საგულისხმოა, რომ ასაკის გამო საქართველოს შარშანდელი ჩემპიონ - პრიზიორთაგან შიდა ქართლის ახლანდელ ნაკრებში მხოლოდ სამი მოჭიდავე შემორჩა. მათგან ერთ-ერთია მძიმე წონაში ბოლო ორი წლის უცვლელი გამარჯვებული უტა კოკაური, რომელმაც ორივე ჩემპიონობისას ყველა შეხვედრა წმინდად მოიგო. რეგიონის ძიუდოს მესვეურნი მედლებს ისევ ელიან ქვეყნის შარშანდელი პრიზიორებისგან ლაშა გიუნაშვილსგან და ლაშა შავდათუაშვილისგან და არა მხოლოდ მათგან. ასე რომ, შიდა ქართლი ისევ შეეცდება მორიგი გუნდური გამარჯვების მოპოვებას.

გამარჯვებული ძიუდოისტები:

55 კგ
ვასილ ზაალიშვილი (გორი)
მინდია ღოლიჯაშვილი (გორი)
ვახტანგ აზალაძე (გორი)
ალეკო მედოშვილი (ქარელი)

60 კგ
ვაჟა მარგველაშვილი (გორი)
ნიკა მშვიდობაძე (გორი)
გიგა ხორბალაძე (გორი)
ლაშა გიუნაშვილი (ქარელი)

66 კგ
ლაშა შავდათუაშვილი (გორი)
ოთარ არჩუაძე (გორი)
ირაკლი ლომიძე (გორი)
დავით თარაშვილი (გორი)

73 კგ
ნიკა გოგინაშვილი (გორი)
ლევან დავითიშვილი (გორი)
აკაკი ზაალიშვილი (გორი)
დავით მღებრიშვილი (გორი)

81 კგ
გიორი ხაჩიური (გორი)
ილია ოქროპირიძე (გორი)
გიორგი შატაკიშვილი (გორი)
ამირან იანვარაშვილი (კასპი)

90 კგ
უშანგი გასიტაშვილი (გორი)
ლევან სირბილაძე (გორი)
გელა მაღრაძე (ქარელი)
დავით ბურდული (კასპი)

100 კგ
ამირან მაჭავარიანი (გორი)
გიგა თაყაძე (გორი)
სერგო ბალიაშვილი (გორი)
აბესალომ ასანიძე (ქარელი)

+100
უტა კოკაური (გორი)
გიორგი ხორბალაძე (გორი)
გიგა გელაშვილი (გორი)
გიორგი დეისაძე (კასპი)


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი