კარატისტები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდნენ

სხვა სახეობები 06-აპრ, 22:389 slim4me 1885


2-4 აპრილს უნგერთის ქალაქმა ბუდაპეშტმა კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩემპიონატი 30 ქვეყანაზე მეტ ეროვნულ ნაკრებებს შორის ჩატარდა. საქართველოს ნაკრები კი ევროპირველობაზე 5 კაციანი შემადგენლობით გამოვიდა და დიდი წარმატებაც მოიპოვა. ჰენრი ვეკუამ (75კგ) - 21-წლამდელთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა. შოთა გორელაშვილმა (70კგ) - 16-17 წლამდელებს შორის ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

გუნდურ გამოსვლაში, რომელიც 3 სპორტსმენისგან შედგებოდა, და ჰენრი კუპრაშვილს და შოთა გორელაშვილს დაემატა დავით ტყებუჩავა ქართველებმა მესამე ადგილი დაისაკუთრეს. საქართველოს ნაკრები გააგრძელებს მზადებას და უკვე 20 აპრილს გაემგზავრება ამერიკაში, ლას ვეგასში, სადაც 50 ქვეყნის საუკეთესო გუნდები იყრიან თავს, ოღონდ მხოლოდ ორგანიზატორების მიწვევით.

ფედერაციის პრეზიდენტის და ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ბასილიას აზრით, ნაკრებს ყველა წინა პირობა აქვს, რათა ამერიკაში საუკეთესო შედეგები აჩვენოს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (131)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი