გედევანიშვილი მსოფლიოს ათეულში

სხვა სახეობები / ზამთრის სპორტი / ოლიმპიური 01-მაი, 12:129 admin 2177


ელენე გედევანიშვილმა მოსკოვში მიმდინარე ფიგურისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ შეჯიბრში მეათე ადგილი დაიკავა.

21 წლის ქართველი სპორტსმენი დასკვნით სეგმენტში უკეთ გაისარჯა, ვიდრე შესარჩევ ეტაპის მოკლე პროგრამაში, სადაც მეთხუთმეტე შედეგი აჩვენა. ელენემ საბოლოო ჯამში 104,63 ქულას მოუყარა თავი.

პირველობაზე ქალთა ტურნირის გამარჯვებული ჩინელი მიკი ანდო გახდა (130.21). მას კორეელი იუნა კიმი (128.59) და იტალიელი კაროლინ კოსტნერი (124.93) ჩამორჩნენ.

დღეს საღამოს ყინულზე ცეკვის დასკვნით სეგმენტში ელისონ რიდისა და ოთარ ჯაფარიძის წყვილი გამოვა, რომელმაც პირველობის საუკეთესო ოცეულში მოხვედრა გუშინ შეძლო.

ჩვენებურები ყინულზე მეხუთე ნომრად გამოვლენ.

მსოფლიოს ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში. მოსკოვი, 24 აპრილი-1 მაისი

ქალთა საბოლოო შედეგები

გედევანიშვილი მსოფლიოს ათეულში



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (8)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი