7-10 ივლისს თბილისი ტაეკვონდოში ევროპის კადეტთა ჩემპიონატს მასპინძლობს

სხვა სახეობები 06-ივლ, 21:429 admin 4392


7-10 ივლისს თბილისის სპორტის სასახლეში ოლიმპიურ ტაეკვონდოში კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტაეკვონდოში ასეთი დონის საერთაშორისო ტურნირს საქართველო პირველად მასპინძლობს. თბილისის ევროპის ჩემპიონატზე 36 ქვეყნის 300-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს დედაქალაქში ჩამოსულია ასევე 200-მდე ოფიციალური სტუმარი, მწვრთნელი და გულშემატკივარი.

ოფიციალურ სტუმართა შორისაა ევროპის ტაეკვონდოს გაერთიანების პრეზიდენტი - ათანასიოს პრაგალოსი.

საქართველოს კადეტთა ნაკრები გუნდი ევროპის კადეტთა ჩემპიონატისათვის დასკვნით შეკრებას დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გადიან. გუნდი 19-კაციანი შემადგენლბით ემზადება, რომელთა შორის 10 ვაჟი და 9 გოგონაა. კადეტთა ნაკრებს გიორგი ივანიშვილი ავარჯიშებს.

ჩემპიონატის დაწყების წინა დღეს, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი გალდავამ დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე მოინახულა და წარმატება უსურვეს.

ევროპის კადეტთა ჩემპიონატი „სპორტის სასახლეში" 7 ივლისს დილის 10 საათზე აიღებს სტარტს. გულშემატკივრისათვის დასწრება უფასოა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (137)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი