ტატიშვილმა პეტროვასთან ღირსეულად იბრძოლა, მაგრამ….

სხვა სახეობები 01-აგვ, 01:399 M_X_E_C_I 1746


ლონდონში, ქალ ჩოგბურთელთა ტურნირზე, ერთეულთა თანრიგში, ანა ტატიშვილმა უამინდობის გამო გადავადებული შეხვედრის პირველი სეტი, 16-ედ განთესილ რუსს ნადია პეტროვასთან 3:6 დათმო, თუმცა მეორე სეტში ფავორიტს ტოლი არ დაუდო, პეტროვა ტაი-ბრეიკზე (7:5) დაამარცხა და მატჩის საერთო ანგარიში 1:1 გაათანაბრა. ანამ გადამწყვეტი, 3-ე სეტი, ბრეიკით დაიწყო, თუმცა რუსმა უკუ-ბრეიკით თანაფარდობა აღადგინა. მატჩში, გარდამტეხი, 6-ე გეიმი გამოდგა. 2:3-ზე, სერვერზე, ქართველმა ჩოგბურთელმა სამმაგი გეიმ-ბოლი გაანიავა და ფსიქოლოგიურად გატყდა. აღნიშნული სეტი პეტროვამ 6:2 , შეხვედრა კი საერთო ანგარიშით 2:1 მოიგო.ამით ქართველ ჩოგბურთელთათვის ლონდონის ოლიმპიადა დასრულდა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
M_X_E_C_I 1 აგვისტო 2012 13:22
ამინდმა ხელი შეუშალა რა.
iventusi_rati 1 აგვისტო 2012 12:50
არა მაგრად იბრძოლა.
M_X_E_C_I 1 აგვისტო 2012 01:42
ყოჩაღ მაინც მაქსიმუმი გააკეთა !



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი