”ლიგამუსი” ფავორიტთან დამარცხდა

სხვა სახეობები 01-დეკ, 01:079 beqa_beqa 1662


ჩემპიონთა ლიგის 2012-13 წლების გათამაშებაში მოასპარეზე საქართველოს ჩემპიონმა წყალბურთში – თბილისის ”ლიგამუსმა” მიჯრით მე-4 მარცხი განიცადა. ეს გასაკვირიც არ ყოფილა, რადგანაც დედაქალაქელები A ჯგუფის ლიდერ ბერძნულ ”ვულიაგმენს” დაუხვდნენ და ფაქტობრივად, უშანსოდ იყვნენ – 5:15 (2:3, 0:3, 1:5, 2:4).
შესარჩევი ჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი გადის, თუმცა, უკვე ცხადია, რომ საქართველოს ჩემპიონს მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება. ”ლიგამუსს” წლის ბოლომდე კიდევ ერთი შეხვედრა ელის და ისევ – ბერძნულ გრანდთან. თბილისელები ”ვულიაგმენს” 19 დეკემბერს ესტუმრებიან.

ჩემპიონთა ლიგა წყალბურთში. A ჯგუფი. მე-5 ტური
ლიგამუსი (საქართველო) – ვულიაგმენი (საბერძნეთი) 5:15 (2:3, 0:3, 1:5, 2:4).
სპარტაკი (ვოლგოგრადი, რუსეთი) – ვასპო ჰანოვერი (გერმანია) 12:4 (1:1, 2:1, 6:1, 3:1)
ეგერი (უნგრეთი) – შუურმანი (ჰოლანდია) 11:4 (0:2, 4:1, 4:1, 3:0)




მე-6 ტური. 19 დეკემბერი
შუურმანი – ეგერი
ვულიაგმენი – ლიგამუსი
ვასპო – სპარტაკი




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 1 დეკემბერი 2012 18:09
ძლიერი ჯგუფი დიდ გამოცდილებას იძლევა და მომავალში ჩვენთანაც მოუწევთ ბრძოლა, მაგრამ ამ ეტაპზე მონაწილეობითა და გამოცდილების მიღსებას უნდა დავკმაყოფილდეთ
beqa_beqa 1 დეკემბერი 2012 03:45
ძლიერ ჯგუფში მოხვდნენ 8



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (23)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)