<<>>

აპრილში ფუტსალის თასის ოთხთა ფინალი თბილისში ჩატარდება

სხვა სახეობები 06-დეკ, 18:549 Dark Dante 2626


უეფას ფუტსალის თასის ფინალს 2013 წლის აპრილში თბილისი უმასპინძლებს. უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს აცნობა.

ფუტსალში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის გათამაშების ფინალი გაისად 27-29 აპრილს გაიმართება და მასში თბილისის იბერია-სტარის გარდა წლევანდელი ჩემპიონი ბარსელონა, წლევანდელი ფინალისტი და თასის 2007 წლის მფლობელი მოსკოვის დინამო და ალმატის ქაირათი ითამაშებენ. ნახევარფინალის წილისყრა მოგვიანებით შედგება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამ მოვლენასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტებს სფფ-ს პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, სფფ-ს გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილი და იბერია-სტარის მეპატრონე ვახტანგ წერეთელი შეხვდნენ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც აუცილებლად დადებითად აისახება ჩვენს საფეხბურთო სამყაროზე. ნელ-ნელა საქართველო ევროპული საფეხბურთო ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ხდება და ამის დასტურია ფუტსალის თასის ფინალის ჩვენთან ჩატარება. შეგახსენებთ, გუშინ უეფამ საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ტურნირების მასპინძლობის პრივილეგიაც მიანიჭა," - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

„ჩვენთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა და იბერია-სტარი ამ ტურნირისთვის დღეიდანვე დაიწყებს მზადებას. შემიძლია გითხრათ, რომ ფინალური თამაშებისთვის გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად გადახალისდება. რაც შეეხება საწვრთნელ მატჩებს, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატით არ შემოვიფარგლებით - შეკრებას უცხოეთშიც გავივლით," - განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.

რევაზ არველაძის თქმით, არაა გამორიცხული საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 6 თებერვალს საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა თურქეთში ყაზახეთის ნაკრებთან ჩაატაროს. მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და ყველაფერი რამდენიმე დღეში გადაწყდება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (92)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი