რიგით მეთორმეტე

ჭადრაკი 22-მარ, 16:389 admin 3177


21 მარტიდან საფრანგეთის, სავოის დეპარტამენტის ქალაქ ექს–ლე–ბენსში სტარტს აიღებს ევროპის რიგით მე–12 ინდივიდუალური ჩემპიონატი მამაკაცთა შორის.

ევროპის პირველობაზე 43 ქვეყნის 409 მოჭადრაკე მიიღებს მონწილეობას.



ჩემპიონატში მონაწილეობენ ევროპის უძლიერესი მოთამაშეები: პიოტრ სვიდლერი (რუსეთი;2730), იან ნეპომნიაში (რუსეთი;2729), დავიდ ნავარა (ჩეხეთი;2722),ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი;2720), კარუანა ფაბიანო (იტალია;2716), ვალეხო პონსი (ესპანეთი;2707) ემილ სუტოვსკი (ისრაელი;2692) და სხვა.



პირველი ტური და ყველა დანარჩენი დაიწყება 15.00 ადგილობრივი დროით. სათამაშო დღეებია:22,23,24,25,26,27,28,30,31 მარტი და 1,2 აპრილი. დასვენების დღე – 29 მარტი.



ქართველი მონაწილეები:



ბაადურ ჯობავა 2707 (ევროპის ბოლო ორი ჩემპიონატის პრიზიორი!)
ლევან ფანცულაია – 2595
თორნიკე სანიკიძე – 2542
დავით ბენიძე 2503
დავით ლობჟანიძე –2489
ლუკა პაიჭაძე – 2487
სალომე მელია – 2462
ლელა ჯავახიშვილი 2437
დავით ზარქუა – 2397





ევროპის პირადი ჩემპიონატები ვაჟთა შორის 2000 წლიდან ტარდება.

ქართველი მოჭადრაკეების მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგები:



I ადგილი:



2003 წელი , სტამბული (თურქეთი) – ზურაბ აზმაიფარაშვილმა ერთპიროვნულად დაიკავა პირველი ადგილი და დღემდე ევროპის პირადი ჩემპიონატების ერთადერთი გამარჯვებულია როგორც ვაჟთა ასევე ქალთა შორის.

II ადგილი:
2010 – რიეკა (ხორვატია) – ბაადურ ჯობავა

III ადგილი:
2001 – სან–ვინსენტი (იტალია) – ზურაბ აზმაიფარაშვილი
2009 – ბუდვა (მონტენეგრო) – ბაადურ ჯობავა





ევროპის ჩემპიონატები 2000 წლიდან ტარდება და სხვადასხვა დროს ჩემპიონები იყვნენ: http://euroaix2011.com/Default.aspx?Cat=157

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი:http://euroaix2011.com/


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (111)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი