<<>>

ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატს ვიქტორია ჩმილიტე და ბელა ხოტენაშვილი ლიდერობენ

ჭადრაკი 17-მაი, 22:399 admin 3989


გრძელდება მოჭადრაკე ქალთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. 8 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ლიტველი ვიქტორია ჩმილიტე (2504) და ქართველი ბელა ხოტენაშვილი (2470) ლიდერობენ. ლიდერები მერვე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ქართველი თეთრი ფიგურებით თამაშობდა) და ძალიან საინტერესო პარტიაში, ყაიმი 70-ე სვლაზე დააფიქსირეს.

ლიდერებს ნახევარი ქულით შვიდი მოჭადრაკე ჩამორჩება, რომელთა შორის ლელა ჯავახიშვილიც იმყოფება. იგი ერთ-ერთ ლიდერ შვედ პია კრამლინგს (2468) შავი ფიგურებით დაუზავდა. ქართველისა და სკანდინავიელის გარდა, მდევრებში სომეხი ელინა დანიელიანი (2506), უკრაინელი კატერინა ლაჰნო (2530), ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა (2506), რუსი ტატიანა კოსინცევა (2567) და შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტი (2462) არიან.

მე-9 ტურში, პირველ-მეორე დაფებზე ჩმილიტე-კრამლინგი და ლაჰნო-ხოტენაშვილი ითამაშებენ, საინტერესო იქნება დანიელიანი-ტ.კოსინცევას, ჯავახიშვილი-სტეფანოვას, კოსტენიუკი-არახამია-გრანტის, ნ.კოსინცევა-სავინას, ოვოდი-მუზიჩუკის, ბაციაშვილი-ხურციძისა და მატვეევა-პაიკიძის პარტიებიც. თბილისში, "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე ევროპირველობა თერთმეტ ტურად მიმდინარეობს და თვრამეტ მაისს დასრულდება. საპრიზო ფონდიდან ჩემპიონი 20 ათას ევროს მიიღებს, მეორეზე გასული - 15 ათასს, მესამეადგილოსანი კი - 10 ათასს.

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. თბილისი (საქართველო). 7-18 მაისი

მე-8 ტური


ბელა ხოტენაშვილი (2470) - ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2504) 0.5:0.5
პია კრამლინგი (შვედეთი, 2468) - ლელა ჯავახიშვილი (2454) 0.5:0.5
ნინო ხურციძე (2436) - ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2567) 0.5:0.5
ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2559) - სალომე მელია (2444) 1:0
ნაზი პაიკიძე (2408) - ევგენია ოვოდი (რუსეთი, 2404) 0.5:0.5
მარინა რომანკო (რუსეთი, 2387) - ნინო ბაციაშვილი (2399) 0:1
ინგა ხურცილავა (2286) - სვეტლანა მატვეევა (რუსეთი, 2380) 0:1
მარია მანაკოვა (რუსეთი, 2303) - ქეთი წაწალაშვილი (2280) 1:0
ნარმინ კაზიმოვა (აზერბაიჯანი, 2262) - სოფიკო გურამიშვილი (2299) 0.5:0.5
ელენა სედინა (იტალია, 2351) - ნანა ძაგნიძე (2557) 0.5:0.5
მირანდა მიქაძე (2351) - ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2468) 0:1
ანა უშენინა (უკრაინა, 2468) - სოფიო გვეტაძე (2330) 0.5:0.5
მაია ლომინეიშვილი (2376) - მერი არაბიძე (2277) 0:1
ხაიალა ისგანდაროვა (აზერბაიჯანი, 2143) - ინგა ჭარხალაშვილი (2373) 1:0
ლაურა როგულე (ლატვია, 2362) - ნათია ჯანჯღავა (2291) 0:1
მაკა ფურცელაძე (2352) - ბეტულ ჩემრე ილიდიზი (თურქეთი, 2219) 0.5:0.5
დარია ჩაროჩკინა (რუსეთი, 2320) - სოფიკო ხუხაშვილი (2421) 0:1
სალომე ხაჟომია (2152) - სოფი მილიე (საფრანგეთი, 2220) 1:0
ანა შარევიჩი (ბელორუსი, 2378) - ანა გავაშელი (2160) 0.5:0.5
ანა კუჭავა (1973) - ტურკან მამედიაროვა (აზერბაიჯანი, 2322) 0:1
ნინო მელაშვილი (2104) - გულნარ მამადოვა (აზერბაიჯანი, 2312) 0.5:0.5
ნანი უნაფქოშვილი (1970) - ნელი აგინიანი (სომხეთი, 2284) 0:1
თამარ ხმიადაშვილი (2204) მარია გევორგიანი (სომხეთი, 2065) 0:1
სოფიკო ტერელაძე (2177) - ნათია ჯალაბაძე (2052) 0.5:0.5
ანა შამათავა (1917) - სანდუგაჩ შაიდულინა (რუსეთი, 2160) 1:0
მერი ჟორჟოლიანი (2136) - აისელ მამადოვა (აზერბაიჯანი, 1964) 1:0
სოფია ედესი (სლოვაკეთი, 2043) - ალექსანდრა ვახანია (2189) 0:1
მარი ბოიარი (ლუქსემბურგი, 1989) - სოფიო ნიკოლაძე (2278) 0:1
ნინო ხომერიკი (1832) - ელენა ჩერედნიჩენკო (უკრაინა, 2147) 0.5:0.5
ნატო იმნაძე (1962) - ნელი ალექსანიანი (რუსეთი, 2141) 1:0
მადონა ბოკუჩავა (2115) - სირანუშ გუკასიანი (სომხეთი, 1766) 1:0
ულვია ფატალიევა (აზერბაიჯანი, 2105) - ადა ქაქუთია (1727) 0:1
მარიამ ჭოლაძე (1818) - იულია მაკა (საბერძნეთი, 2101) 0:1
მარია იკონომოპოულოუ (საბერძნეთი, 2121) - მაია მუმლაძე (1517) 1:0
ნინო ჯალაღონია (1562) - მონიკა მოტიჩაკოვა (სლოვაკეთი, 2107) 0.5:0.5
დეა გოგიშვილი (1856) - იულია ნოვკოვიჩი (2120) 1:0
ფატმან რიჟამაძე (2052) - ლიკა კობეშავიძე (1988) 1:0
საბინა გულიევა (აზერბაიჯანი, 2040) - ლიზი ტრაპაიძე (1744) 1:0
ანა თედოშვილი (1469) - მარიამ ჯავახიშვილი (1491) 0.5:0.5
ნარმინ სოიუნლუ (აზერბაიჯანი, 1884) - ნინო გუმბერიძე (1664) 0.5:0.5

სატურნირო მდგომარეობა

1. ჩმილიტე (ლიტვა, 2504) - 6.5; 2. ხოტენაშვილი (2470) - 6.5; 3. დანიელიანი (სომხეთი, 2506) - 6.0; 4. ლაჰნო (უკრაინა, 2530) - 6.0; 5. სტეფანოვა (ბულგარეთი, 2506) - 6.0; 6. ჯავახიშვილი (2454) - 6.0; 7. კრამლინგი (შვედეთი, 2468) - 6.0; 8. ტ.კოსინცევა (რუსეთი, 2559) - 6.0; 9. არახამია-გრანტი (შოტლანდია, 2462) - 6.0; 10. პაიკიძე (2408) - 5.5;
...14. ხურციძე (2436) - 5.5; 17. ბაციაშვილი (2399) - 5.5; 26. მელია (2444) - 5.0; 33. არაბიძე (2277) - 5.0; 34. გურამიშვილი (2299) - 5; 39. ჯანჯღავა (2291) - 5.0; 40. ძაგნიძე (2557) - 4.5; 42. გვეტაძე (2330) - 4.5; 44. ფურცელაძე (2352) - 4.5; 46. ხუხაშვილი (2421) - 4.5; 47. ხურცილავა (2286) - 4.5; 48. წაწალაშვილი (2280) - 4.5; 55. ხაჟომია (2152) - 4.5; 58. მიქაძე (2351) - 4.0; 62. გავაშელი (2160) - 4.0; 63. ჭარხალაშვილი (2373) - 4.0; 65. ლომინეიშვილი (2376) - 4.0; 70. შამათავა (1917) - 4.0; 75. ჟორჟოლიანი (2136) - 4.0; 76. მელაშვილი (2104) - 3.5; 78. ტერელაძე (2177) - 3.5; 82. ვახანია (2189) - 3.5; 88. ნიკოლაძე (2278) - 3.5; 89. იმნაძე (1962) - 3.5; 90. ქაქუთია (1727) - 3.5; 91. კუჭავა (1973) - 3.5; 96. ბოკუჩავა (2115) - 3.5; 97. ჯალაბაძე (2052) - 3.5; 100. უნაფქოშვილი (1970) - 3.0; 103. გოგიშვილი (1856) - 3.0; 108. ხმიადაშვილი (2204) - 3.0; 109. ხომერიკი (1832) - 3.0; 112. რიჟამაძე (2052) - 2.5; 117. ჭოლაძე (1818) - 2.5; 121. ჯალაღონია (1562) - 2.5; 123. მუმლაძე (1517) - 2.0; 124. თედოშვილი (1469) - 2.0; 125. ტრაპაიძე (1744) - 1.5; 127. კობეშავიძე (1988) - 1.5; 128. ჯავახიშვილი (1491) - 1.5; 130. გუმბერიძე (1664) - 1.0;


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (43)
ივლისი 2020 (166)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (210)
მარტი 2020 (653)
სიტი-რეალი