მერი არაბიძე 18-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

ჭადრაკი 29-ნოე, 18:179 Dark Dante 3453


ბრაზილიის ქალაქ კალდას ნოვასში დასრულებულ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭადრაკში, 18-წლამდელთა შორის შესანიშნავი შედეგი აჩვენა მერი არაბიძემ...

ახალგაზრდა ქართველმა მოჭადრაკემ 9 ტურში 8 შეხვედრა მოიგო - 8 ქულა დააგროვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბოლო, მე-9 ტურში არაბიძემ აზერბაიჯანელი - ნარმინ კაზიმოვა დაამარცხა.

არაბიძეს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა რუსეთის წარმომადგენელი - ალინა კაშლინსკაია, რომელსაც ვერცხლის მედალი ერგო, ბრინჯაო კი მონღოლ - ალტანულზი ენხტუულმა მოიპოვა.

მოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი 14 წლამდელთა შორის ჰყავდა, თუმცა ამ ასაკობრივ კატეგორიაში მოთამაშე ნინო ხომერიკი ლიდერებს ბევრად ჩამორჩა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
raul-madrid 29 ნოემბერი 2011 20:53
ეეეეეეეე ეგ ჩემი მეზობელია კაროჩე მაგრა ყომარობს უძლიერესია



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (36)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)