გეგეშიძე და დათუნაშვილი ვერცხლის პრიზიორები გახდნენ

ჭიდაობა 25-მარ, 15:369 რაულიტო 1849


24 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა, მეორე ბულგარეთის ნაკრები იყო, ხოლო პირველი რუსეთის.

66-კილოში მანუჩარ ცხადაიამ იჭიდავა - პირველი შეხვედრა პოლონელ ტომაშ სვიერკთან გამართა და 1:0, 1:0 მოუგო. ცხადაია მეორე წრეში ხორვატ დომინიკ ეტლინგერს შეხვდა და 5:0, 0:1, 4:0 აჯობა. ქართველ ფალავანს ყველაზე რთული შეხვედრა მეოთხედფინალში ელოდა, სადაც რუს ადამ კურაკს დაეჭიდა და პირველ სეტში 6:3 იძალა, თუმცა შემდეგ 1:3, 1:3 დამარცხდა და კურაკის ფინალში გასვლის შემდეგ რეპეშაჟში გადაერთო.

იქ ცხადაიამ მოლდოველ იონ ლუჩიტას 1:0, 0:1, 1:0 აჯობა. ბრინჯაოს ფინალში კი აზერბაიჯანელ ჰასან ალიევს გაეჯიბრა და 1:1, 2:1, 0:2 წააგო. ამ წონის გამარჯვებული უნგრელი ტომაშ ლორინცი გახდა.

74-კილოში ზურაბ დათუნაშვილმა პირველი წრე გამოტოვა და შეჯიბრებაში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთო. ქართველ ფალავანს მეტოქედ უნგრელი ბალინტ კორპასი ჰყავდა, ვისაც 1:0, 3:1 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ხორვატ ბოჟო სტარჩევიჩს დაუპირისპირდა. ზურამ, მეოთხედფინალურ ორთაბრძოლაში - 2:0, 1:0 გაიმარჯვა და ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში გერმანელი პასკალ ეისელის პირისპირ დადგა.

ქართულ-გერმანულ დაპირისპირებაში გამარჯვება დათუნაშვილს დარჩა. ქართველმა მოჭიდავემ გასამარჯვებლად ამჯერადაც 2 სეტი იკმარა - 2:0, 7:2. ფინალში დათუნაშვილი რუს რომან ვლასოვს დაეჭიდა, ვინც ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. გულშემატკივრებით გამხნევებული ქართველი ფალავანი ბევრს ეცადა, მაგრამ გამოცდილ და ტიტულოვან მეტოქესთან 0:1, 0:2, დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

84-კილოში ვლადიმერ გეგეშიძემ ფინალამდე ყველა მეტოქე დამაჯერებლად ჩამოიცილა - ბრძოლაში მერვედფინალიდან ჩაერთო და მოლდოველ ადრიან მოკანუს 1:0, 6:0, ხოლო ბულგარელ ხრისტო მარინოვს 2:0, 1:0 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გადასასვლელი შეხვედრის მოსაგებად გეგეშიძეს ერთი პერიოდიც არ დასჭირდა - სომეხი არტურ შაჰინიანი ბეჭებზე გააკრა და ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ მსოფლიოს და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი და ათენის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი რუსი ალექსეი მიშინი ჰყავდა. გეგეშიძემ შეხვედრა 0:1, 2:0, 0:3 დათმო და ვერცხლის პრიზიორი გახდა.

დღევანდელი შეჯიბრებით თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპირველობა დასრულდა. ქართველმა ფალავნებმა ჯამში 7 მედალი მოიპოვეს. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალია.

ჩემპიონები გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ) და დავით მარსაგიშვილი გახდნენ (84 კგ), ხოლო ბრინჯაოსმედალოსნები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ). ბერძენ-რომაელებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონი ვლადიმერ გეგეშიძე გახდა (84 კგ), ვერცხლი ზურაბ დათუნაშვილმა (74 კგ),ხოლო ბრინჯაოს მედალი გურამ ფერსელიძემ (120 კგ) დაისაკუთრა.

თბილისი. სპორტის სასახლე. 19-24 მარტი. ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა


66 კგ

1. ტომაშ ლორენცი (უნგრეთი)
2. ადამ კულაკი (რუსეთი)
3. არტაკ მარგარიანი (საფრანგეთი)
3. ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი)

74 კგ
1. რომან ვლასოვი (რუსეთი)
2. ზურაბ დათუნაშვილი (საქართველო)
3. ბოზო სტარჩევიჩი (ხორვატია)
3. ივან დიმიტროვ იანაკიევი (ბულგარეთი)

84 კგ
1. ალექსეი მიშინი (რუსეთი)
2. ვლადიმერ გეგეშიძე (საქართველო)
3. არტურ შაჰინიანი (სომხეთი)
3. ნენად ზუგაი (ხორვატია)


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
iventusi_rati 25 მარტი 2013 16:56
კაროჩე არ უნდა წაგვეგო დათუნაშვილი მაგარი პერსპექტიური ბიჭია.



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (255)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი