ლაშა შავდათუაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი თბილისის ძიუდოს გრან პრის ფინალში იჭიდავებენ

ჭიდაობა 22-მარ, 13:109 Sportnews 3382


თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოს გრან პრის გათამაშება გრძელდება. 22 მარტს საუკეთესოები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. ჩემპიონობისთვის ვაჟთა შორის 73 და 81 კილოგრამში გამომსვლელი ძიუდოისტები, ხოლო ქალებში 63 და 70-კგ მონაწილეები იჭიდავებენ.

73 კილოგრამში ოლიმპიურიმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა უნგრელი მიკლოშ უნგვარი, ვისაც ლონდონის ოლიმპიადის ფინალში აჯობა ამჯერადაც დაამარცხა. ლაშამ მეტოქეს გაფრთხილებებით მოუგო, შემდეგ უკრაინელი სერჰეი დრაბოტი ვაზარით დაჩაგრა და ნახევარფინალში საემიროების წარმომადგენელს ვიქტორ სკვორცოვს შეხვდა.

ლაშა შავდათუაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი თბილისის ძიუდოს გრან პრის ფინალში იჭიდავებენ


ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, დამატებით დროში შავდათუაშვილმა იუკოთი მოიგო და ფინალში იჭიდავებს. ბადის მეორე მხრიდან ფინალში ნუგზარ ტატალაშვილი გავიდა, რომელმაც ნახევარფინალში რუს მუსა მოგუშკოვს გაფრთხილებებით აჯობა.

ამავე წონაში ბრინჯაოსთვის იჭიდავებს ზებედა რეხვიაშვილი, ხოლო ფრიდონ გიგანმა მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა - იტალიელი მადალონის ძლევის შემდეგ, აზერბაიჯანელ ორუჯოვთან დამარცხდა.

81 კილოში გიორგი პაპუნაშვილი და ლაშა ზურაბიანი პირველივე წრეში დამარცხდნენ. უშანგი მარგიანი ბრინჯაოს ფინალში იჭიდავებს, ხოლო წონის ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი ფინალში. ჭრიკიშვილი ფინალში ამერიკელ ტრევის სტივენსს დაეჭიდება.

ქალებში საქართველოს ნაკრების სახელით სამმა ძიუდოისტმა იჭიდავა და აქედან მხოლოდ ერთმა შეძლო ერთი ეტაპის დაძლევა.შორენა შარაძეს (63კგ) გამარჯვება როტემ შოორის (ისრაელი) ფეხში შესვლის გამო მიაკუთვნეს.

შარაძემ მომდევნო შეხვედრა ამერიკელ ჰაან მარტინთან დათმო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ხორვატ ანდრეა დაკოვიჩთან ვერაფერს გახდა. ნინო მათიაშვილი (63კგ) და თეა სუხიტაშვილი კი პირველივე წრეში დამარცხდნენ და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკის შეხვედრები 17:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (33)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)