2 ვერცხლი ევროპის ჩემპიონატიდან

ჭიდაობა 31-მარ, 16:199 slim4me 1843


საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) და დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენები თავისზე გამოცდილ რუს მეტოქეებთან: ჯამალ ოთარსულთანოვთან და ანზორ ურიშევთან დამარცხდნენ, მაგრამ რომ არა ჭიდაობისთვის დამახასიათებელი არაობიექტური მსაჯობა, მარსაგიშვილი თბილისში ევროპის ჩემპიონად დაბრუნდებოდა.

მან სამპერიოდიან შეხვედრაში მეტოქეს, აშკარად მოუგო. მილოცვები დარბაზში შეკრებილი მაყურებლებისგანაც მიიღო და მწვრთნელებისგანაც, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, მსაჯთა მაგიდის გაურკვეველი გადაწყვეტილებით, ჩემპიონად ურიშევი გამოცხადდა. ქართულმა პროტესტმა და მაყურებელთა სტვენამ კი რა თქმა უნდა, ვეღარაფერი შეცვალა.

ფინალამდე დავით მარსაგიშვილმა მაკედონიელი დეიან ბოგდანოვი, თურქი იბრაჰიმ ბოლუკბასი, შვეიცარიელი მარკო ლუკაშ რიესენი და რუმინელი გეორგიტა სტეფანი დაამარცხა.

ხინჩეგაშვილმა ალბანელი ფლორიან რეხას, შვეიცარიელი ურს ვაილდისა და აზერბაიჯანელი მაჰმუდ მაგომედოვის ძლევის შემდეგ, ფინალში რუს ჯამალ ოთარსულთანოვთან, დაძაბულ ორპერიოდიან ბრძოლაში წააგო.30 მარტს მედლები 66 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა, მაგრამ კობა კაკალაძემ და დავით მოძმანაშვილმა სამეულში შესვლა ვერ შეძლეს. ბრძოლა ორივემ მეოთხედფინალში დაასრულა.

ევროპირველობის მესამე-მეოთხე დღეს - 31 მარტს და 1 აპრილს გერმანული ხალიჩა მოჭიდავე ქალებს დაეთმობათ. 2-3 აპრილს კი ევროპის ჩემპიონ-პრიზიორებს ბერძენ-რომაელები გამოავლენენ.

თავისუფალი ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატიდორტმუნდი.

30 მარტი

55 კგ

1 ჯამალ ოთარსულთანოვი (რუსეთი)
2 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)
3 ვლადისლაუ ანდრეიუ (ბელარუსი)
3 მაჰმუდ მაგომედოვი (აზერბაიჯანი)

66 კგ

1 ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)
2 ლეონიდ ბაზანი (ბულგარეთი)
3 საბა არაშ ჯავად ბოლაგი (გერმანია)
3 ადამ ბატიროვი (რუსეთი)

84 კგ

1 ანზორ ურიშევი (რუსეთი)
2 დავით მარსაგიშვილი (საქართველო)
3 გეორგიტა სტეფანი (რუმინეთი)
3 შარიფ შარიფოვი (აზერბაიჯანი)

120 კგ

1 ფათიჰ ჩაკიროღლუ (თურქეთი)
2 ალექსეი შემაროვი (ბელარუსი)
3 დანიელ ლიგეტი (ფინეთი)
3 ჯამალადინ მაგომედოვი (აზერბაიჯანი)


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (255)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი