ბეთქილ შუკვანი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

ჭიდაობა 22-აპრ, 13:359 Sportnews 3496


საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთის დედაქალაქში დაწყებული ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით გახნა. ტურნირის პირველ დღეს - 21 აპრილს 60 კგ. წონით კატეგორიაში ბეთქილ შუკვანს ჩემპიონობამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. ქართველი ძიუდოისტი ფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე თანამემამულე - გიორგი ზანთარაიასთან დამარცხდა. ამავე წონით კატეგორაში ბრინჯაოს მედლისათვის ორთაბრძოლა დათმო ამირან პაპინაშვილმა.

შუკვანმა ჩემპიონატი ფინელი ვალტერი იოკინენის იპონით ძლევით გახსნა, ქართველმა ასევე იპონებით იმარჯვა სომეხი ჰოვანეს დავთიანის, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევის და ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოჭიდავე არსენ გალსტიანის წინააღმდეგ. ზანთარაიას წინააღმდეგ კი შუკვანი ვერას გახდა.

გიორგი ზანთარაიამ გამოთიშა ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას უმსუბუქეს წონაში მოჭიდავე მეორე ქართველი, ამირან პაპინაშვილი. ეს შეხვედრა მეოთხედფინალში შედგა და უკრაინელმა ქართველმა მეორე წუთზე მოიპოვა ნახევარფინალის საგზური.

იქამდე პაპინაშვილმა თურქი ოზკანოღლუ ისკენდერი იუკოთი, ხოლო ფრანგი სოფიან მილუ იპონით დაამარცხა. რეპეშაჟში გადართულმა კი ესტონეთის სახელით მოჭიდავე ელნურ ალიევს ორ წუთში აჯობა.

66 კილოგრამში მოჭიდავე ქართველებმა ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალამდე დაასრულეს და ოქრო-ვერცხლთან ერთად, ბრინჯაოს შანსიც ავტომატურად დაკარგეს. გიორგი შოშიაშვილი პირველსავე წრეში, რუმინელ მეტოქესთან, ლასლო სზოკესთან იპონზე წამოეგო. შალვა ქარდავა ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და თურქი მეჰმეთ დურმაზი ჩამოიშორა, მაგრამ მერვედფინალში, აზერბაიჯანელ ტარიან კარიმოვთან წააგო.

22 აპრილს საქართველოს სახელით ამბაკო ავალიანი, თენგიზ პაპოშვილი (ორივე 73 კგ), ლევან წიკლაური და დავით კარბელაშვილი (81 კგ) იჭიდავებენ. წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12 საათიდან დაიწყება.

ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
სტამბოლი 21 აპრილი

კაცები

60 კგ
1 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
2 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
3 ელიო ვერდე (იტალია)
3 არსენ გალსტიანი (რუსეთი)
5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ
1 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)
2 ტარიან კარიმოვი (აზერბაიჯანი)
3 კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი)
3 ალიმ გადანოვი (რუსეთი)

ქალები
48 კგ
1 ალინა ალექსანდრა დუმიტრუ (რუმინეთი)
2 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)
3 ფრედერიკ ჟოსინე (საფრანგეთი)
3 ლაეტიტია პაიე (საფრანგეთი)

52 კგ
1 პენელოპე ბონა (საფრანგეთი)
2 ჟოანა რამოსი (პორტუგალია)
3 ანა კარასკოსა (ესპანეთი)
3 სოფი კოქსი (ბრიტანეთი)






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (133)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)