თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონები სრულად გამოვლინდნენ

ჭიდაობა 30-ნოე, 01:379 Dark Dante 2989


სპორტული კომპლექს "არენას" დარბაზში დასრულდა საქართველოს 2011 წლის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში...

ტურნირის მეორე დღეს - 29 ნოემბერს მედლები დარჩენილ სამ წონაში გათამაშდა. 60 კილოგრამის ფინალში გორის გუნდის წევრებმა დავიტ ბერძნიშვილმა და გიორგი ბალიაშვილმა იჭიდავეს და ბერძნიშვილმა დაძაბულ, სამსეტიან შეხვედრაში იმარჯვა.

74 კილოგრამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე თბილისელი იაკობ მაქარაშვილი ავიდა, ხოლო 96 კილოგრამში ყველას საქართველოს ნაკრების ტიტულოვანმა წევრმა გიორგი გოგშელიძემ აჯობა, რომელიც ხალიჩას ხანგრძლივი იძულებითი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა.

23-25 დეკემბერს არმიის სპორტული კლუბის დარბაზში საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორებს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოავლენენ.

თავისუფალი ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი
29 ნოემბერი

60 კგ

1 დავით ბერძნიშვილი (გორი)
2 გიორგი ბალიაშვილი (გორი)
3 მურთაზ კვესაძე (ქუთაისი)
3 მალხაზ ქურდიანი (ბოლნისი)

74 კგ

1 იაკობ მაქარაშვილი (თბილისი)
2 ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო)
3 გოგა ხუჭუა (სამტრედია)
3 გიორგი მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)

96 კგ

1 გიორგი გოგშელიძე (გორი)
2 ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
3 დავით ქერაშვილი (თბილისი)
3 მამუკა კორძაია (აჭარა)


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (151)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი