იაპონური სლემი უქართველებოდ ჩაჭიდავდა

ჭიდაობა 03-დეკ, 02:589 beqa_beqa 2847


ტოკიოს ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი დიდი სლემი საქართველოს ნაკრების გარეშე ჩატარდა. შიჯიბრების წინასწარ სიაში ჩვენი გუნდი საბრძოლო შემადგენლობით იყო შეყვანილი, მაგრამ გამგზავრება ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის 2012 წლის ბიუჯეტში საერთაშორისო ტურნირებისთვის გამოყოფილი თანხა რომ ამოწურული იყო, ამის შესახებ ცნობილი ადრიანადვე გახდა. იყო შანსი, პრობლემის მოგვარებაზე ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას ეზრუნა, მაგრამ შიდა დაპირისპირებებმა საპრეზიდენტო არჩევნები რამდენიმე კვირით, იაპონიის ტურნირზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა კი ერთი წლით გადადო.
ოლიმპიური წელია და იაპონიაში საუკეთესო ძიუდოისტებით ჩასვლას თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნის ნაკრებმა თავი აარიდა. ტურნირი მთლიანად აზიელთა კარნახით წარიმართა – მამაკაცთა შორის 7 წონითი კატეგორიიდან ოთხში ჩემპიონის ტიტული მასპინძლებმა მოიპოვეს, სამში – სამხრეთკორეელებმა.
მსოფლიო რეიტინგის ლიდერთაგან ტოკიოს ტატამზე მხოლოდ იაპონელი მასაში ნიშიამა (90 კგ) გავიდა, მაგრამ ოქროს მედლამდე სამხრეთკორეელ კიუ-ვონ ლისთან გადამწყვეტი შეხვედრის მოგებაღა დააკლდა. ამავე წონის მეორეადგილოსანმა, ბერძენმა ილიას ილიადისმა კი ამჯერად 100 კილოგრამში მოირგო კიმონო და ისიც ვერცხლის პრიზიორი გახდა. ფინალამდე რამდენიმე ძლიერი მეტოქე ჩამოიშორა. მათ შორის მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ყაზახი ფინალისტი მაქსიმ რაკოვი.

ძიუდო
დიდი სლემი
ტოკიო
30 ნოემბერი – 2 დეკემბერი

60 კგ
1 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია)
2 ჰირონორი იშიკავა (იაპონია)
3 ფელიპე კიტადი (ბრაზილია)
3 სოფიან მილუ (საფრანგეთი)

66 კგ
1 ჯუმპეი მორიშიტა (იაპონია)
2 დავიდ ლაროსე (საფრანგეთი)
3 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)
3 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)

73 კგ
1 შოჰეი ონო (იაპონია)
2 რიკი ნაკაია (იაპონია)
3 იუკი ნიშიამა (იაპონია)
3 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)

81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)
2 ივან ვორობიოვი (რუსეთი)
3 ტომოჰირო კავაკამი (იაპონია)
3 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია)

90 კგ
1 კიუ-ვონ ლი (სამხრეთ კორეა)
2 მასაში ნიშიამა (იაპონია)
3 ისლამ ბოზბაიევი (ყაზახეთი)
3 შოჰეი შიმოვადა (იაპონია)

100 კგ
1 დაისუკე კობაიაში (იაპონია)
2 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)
3 ტემუულენ ბატულგა (მონღოლეთი)
3 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)

+100 კგ
1 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)
2 რაფაელ სილვა (ბრაზილია)
3 ჟან-სებასტიან ბონვუასინი (საფრანგეთი)
3 რიუ შიჩინოჰი (იაპონია)


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (213)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი