<<>>

ლუის ჰემილტონი:"ვგრძნობ,რომ ტიტულისთვის ბრძოლა შემიძლია"

ფორმულა 1 16-აპრ, 20:289 ROY JONES JR 2829


სეზონის დასაწყისში მრბოლელი უარს აცხადებდა ახალ გუნდში მისი პერსპეკტივების შესახებ კომენტირებაზე,მაგრამ სამი წარმატებული ეტაპის შემდეგ ჰემილტონმა აღიარა,რომ მსოფლიო ჩემპიონობისათვის მბრძოლის იმედი აქვს.


"ამ მომენტისათვის ვგრძნობ,რომ ეს ნამდვილად შემიძლია,მაგრამ ამაზე ახლა არ ვფიქრობ.შეხედეთ რა მოუვიდა ნიკოს (საუბარია ნიკო როსბერგზე,ჰემილტონის გუნდის წევრზე).მან ფინიშირება ვერ შეძლო.ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერს დაემართოს.ფერნანდო ალონსომ ვერ დაასრულა წინა რბოლა მალაიზიაში,მაგრამ ჩინეთის გრან პრიზე მძლავრად გამოიყურებოდა და დამსახურებულად გაიმარჯვა კიდეც.ჩვენ დიდი შრომა გველის წინ,რათა გავაუმჯობესოთ მანქანის სიჩქარე და გამძლეობა.ამ მიზნისკენ ჩვენ უკვე დავიწყეთ მოძრაობა "–განაცხადა ჰემილტონმა Sky Sports–თან ინტერვიუში.


მრბოლელმა ეს სეზონი მოულოდნელად კარგად დაიწყო:ავსტრალიაში დაკავებული მეხუთე ადგილის შემდეგ ჰემილტონი ორჯერ ავიდა პოდიუმზე აშშ–სა და ჩინეთის გრან–პრიზე.სამი ეტაპის შემდეგ ბრიტანელი ჩემპიონატში 40 ქულით მე–4 პოზიციაზე იმყოფება და საერთო ჩათვლაში ლიდერ სებასტიან ფეტელს 2 ქულით ჩამორჩება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:












მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Magic 3 ივნისი 2013 13:09
მიდი მერე იბრძოლე შენკენ ვარ



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (91)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი