შუმახერმა რეაქციები გამოავლინა!

ფორმულა 1 24-თებ, 18:519 Sportnews 3176


ოჯახი, მეგობრები და ფანები მიხაელ შუმახერისთვის ლოცულობენ... როგორც იცით, ფორმულა 1-ის შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი და ავტოსპორტის ცოცხალი ლეგენდა 29 დეკემბერს თხილამურებით სრიალის დროს დაეცა, თავის ქალისა და ტვინის მძიმე დაზიანებები მიიღო და მას შემდეგ კომაშია. ოჯახის წევრებთან ერთად, 45 წლის მიხაელს თითქმის ყოველდღე სტუმრობენ მისი მეგობრებიც.

ფორმულა 1-ის პილოტმა ფელიპე მასამ ჟურნალისტებთან დეტალებზე ისაუბრა: 32 წლის მასას თქმით, შუმიმ მის თვალწინ რეაქცია გამოავლინა, ტუჩები გაამოძრავა!

”ვუყურებდი და ვესაუბრებოდი. მიხაელს ჩემი ახალი გუნდისა და ახალი ბოლიდის შესახებ ვუამბობდი. ბოლო სტუმრობის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მიხაელის გამოჯანმრთელების პროცესი პოზიტიურად მიდის. მიხაელი კომაშია, მაგრამ აბსოლუტურად ჩვეულებრივად გამოიყურება. როცა ველაპარაკებოდი, მას რამდენჯერმე ჰქონდა რეაქცია - ტუჩები და პირი გაამოძრავა,” - უთხრა მასამ ჟურნალისტებს.

შუმახერმა რეაქციები გამოავლინა!


შეგახსენებთ, რომ ფელიპე მასა 2009 წელს, მძიმე ავარიის შემდეგ თავადაც ხელოვნურ კომაში იყო. ”იმაზე გაცილებით სწრაფად გამოვჯანმრთელდი, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ, რადგან ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი,” - იხსენებს ბრაზილიელი.

სწორედ ამის იმედი აქვთ მიხაელ შუმახერის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ფანებს.

ავტორი: იან ჰორნი

წყარო: autobild.ge


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი