ფორმულა ერთის სეზონი რედ ბულის ტრიუმფით ჩათავდა

ფორმულა 1 28-ნოე, 23:029 Dark Dante 3163


ფორმულა ერთის 2011 წლის ჩემპიონატის უკანასკნელი გრან პრი, ისევე როგორც მთლიანად სეზონი, “რედ ბულის” და მისი პილოტების ტრიუმფით დასრულდა...

27 ნოემბერს ბრაზილიის დიდი პრიზი “რედ ბულის” ავსტრალიელმა მრბოლმა მარკ ვებერმა მოიგო, ხოლო მეორე იყო ამავე საჯინიბოს გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი, რომელმაც ზედიზედ მეორედ მეოიპოვა ჩემპიონის წოდება, ამასთან რამდენიმე კვირით ადრე.

ბრაზილიის გრან პრის არ ჰქონდა შერჩენილი საჩემპიონო ინტრიგა, სამაგიეროდ მეორე და მესამეადგილოსნების ვინაობა უნდა გაერკვია. ფეტელმა, რომელსაც წლეულს 18 სტარტიდან 11 მოეგო, რბოლის დროს შეგნებულად დაუთმო პირველობა თანაგუნდელ ვებერს, რომელმაც ამ გამარჯვების წყალობით საერთო ჩათვლაში მესამე ადგილისთვის დავაში ერთი ქულით აჯობა ესპანელ ფერნანდო ალონსოს. ალონსო ბრაზილიაში მხოლოდ მეოთხე მივიდა ფინიშთან და ასევე მეოთხე ადგილი შეხვდა სეზონის საერთო ჩათვლაშიც.

ბრაზილიაში მესამე ადგილი, მთლიანად ჩემპიონატში კი მეორე ადგილი და ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (165)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი