<<>>

მსოფლიოს ჩემპიონი ფორმულაში ბრუნდება

ფორმულა 1 29-ნოე, 17:129 Dark Dante 3287


კიმი რაიკონენი 2012 წლიდან ფორმულა ერთში დაბრუნებას გეგმავს...

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ავტოშეჯიბრის 2007 სეზონის ჩემპიონმა ბოლო ორი წელი რალიში გაატარა და 32 წლის ასაკში გადაწყვიტა ფორმულაში დაბრუნება. გადაწყვეტილია, რომ ფინელი მრბოლი მიუჯდება “რენოს” საჭეს, რომელიც მომავალი წლიდან “ლოტუს-რენოს” სახელით გამოვა.

“რენოს” წლეულს დიდი პრობლემები შეუქმნა პოლონელი მრბოლის რობერტ კუბიცას დაშავებამ და მის ნაცვლად არაერთი პილოტი მოსინჯა, მათ შორის ლეგენდარული აირტონ სენას დიშვილი ბრუნო სენა, თუმც ბოლომდე ვერცერთმა ვერ გაუმართლა. გუნდმა 18 რბოლაში ორჯერ მოახერხა სამეულში მოხვედრა, ჯამში სეზონში მხოლოდ 73 ქულა მოაგროვა და მეხუთე ადგილზე გავიდა ლიდერებთან დიდი ჩამორჩენით.

რაიკონენი ფორმულაში 2001-09 წლებში გამოდიოდა, წარმატებებს “მაკლარენსა” და “ფერარიში” მიაღწია, რომელთა შემადგენლობაშიც ერთხელ ჩემპიონი გახდა, ორჯერ მეორე იყო, ერთხელ კი სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. სულ კარიერაში მოგებული აქვს 18 დიდი პრიზი და ამ მაჩვენებლით მოქმედი პილეტობედან მხოლო მიხაელ შუმახერს, Fერნანდო ალონსოს დასებასტიან ფეტელს ჩამორჩება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (92)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი