18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის ითამაშებს

რაგბი 20-აპრ, 19:169 Sportnews 2928


საფრანგეთში მიმდინარე 18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალური მატჩი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 16:36 დამარცხდა.

რუს თანატოლებთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ლევან მგელაძის გუნდი იტალიის 18-წლამდელთა ნაკრებთან ვერაფერს გახდა. იტალიელებმა ორივე ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარეს და სასურველი ანგარიში მიიღეს. ფინალში გასული იტალიის ნაკრები შოტლანდიას შეხვდება. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები კი მესამე ადგილისთვის მატჩში 23 აპრილს გერმანიას ეთამაშება.

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო: 15. გიორგი აფციაური, 14. მურთაზ გიორგაძე, 13. თამაზ მჭედლიძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი ფრუიძე, 10. გიორგი ბასილაია, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. გიორგი ლომთაძე, 3. ვახტანგ ახობაძე, 4. გიორგი სორდია, 5. გიორგი მჭედლიშვილი, 6. საბა შუბითიძე, 7. თამაზ ოლქიაშვილი, 8. ნოდარ მარდალეიშვილი.

თასის ნახევარფინალები. 19 აპრილი

1. შოტლანდია - გერმანია 87:3 (45:0)
2. იტალია - საქართველო 36:16 (29:3)

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის. 19 აპრილი

3. რუმინეთი - ბელგია 6:19
4. პორტუგალია - რუსეთი 8:7

23 აპრილი

მეშვიდე ადგილისთვის
რუმინეთი - რუსეთი

მეხუთე ადგილისთვის
ბელგია - პორტუგალია

მესამე ადგილისთვის
საქართველო - გერმანია

ფინალი
შოტლანდია - იტალია


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (132)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი