საქართველოს მორაგბეთა ჩემპიონატს ქუთაისის „აია“ ლიდერობს

რაგბი 11-მაი, 17:559 admin 3567


საქართველოს მორაგბეთა ჩემპიონატში მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. გათამაშების ლიდერმა ქუთაისის „აიამ" „ლელოს" უმასპინძლა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა - 31:25. „აიამ" ლევან მაისაშვილს გუნდს დაძაბულ პაექრობაში მოუგო და სატურნირო ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს. იმარჯვა ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა „არმიამაც", რომელმაც ჯერაც მოუგებელ „ყოჩებს" 26:6 აჯობა და ქუთაისურ გუნდს 3 ქულით ჩამორჩება.

ჩემპიონატის მე-6 ტურნის მატჩები 11 ივნისს გაიმართება, ასეთი დიდი პაუზა კი 20-წლამდელების მსოფლიოს ალაფით არის გამოწვეული, რომელიც 24 მაისიდან დაიწყება და, სადაც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებიც ითამაშებს.

საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
10 მაისი. სამშაბათი. V ტური
თბილისი. "შევარდენი" (ხელოვნური). 1000

ყოჩები (თბილისი) - არმია (თბილისი) 6:26

ყოჩები (ძირითადი შემადგენლობა): 15. მახარაშვილი, 14. გეგენავა, 13. მაისურაძე, 12. ინაშვილი, 11. ნიჟარაძე, 10. კვარაცხელია, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი, 2. მამუკაშვილი, 3. ხოსიტაშვილი, 4. ბელაშვილი, 5. არჩუაშვილი, 6. გრძელიშვილი, 7. ცხვედიანი, 8. ილიაევი.

არმია (ძირითადი შემადგენლობა): 15. ბ. კობახიძე, 14. ქავთარაშვილი, 13. მჭედლიძე, 12. ნადარეიშვილი, 11. ნუცუბიძე, 10. ელიზბარაშვილი, 9. სამხარაძე; 1. ქორიძე, 2. ნატრიაშვილი, 3. ნავროზაშვილი, 4. ბიწაძე, 5. კიკვიძე, 6. კალმახელიძე, 7. დარასელია, 8. ცხადაძე.

რუსთავი. "ტექნიკუმი".
ხარები (რუსთავი) - ლოკომოტივი (თბილისი) 5:22

ფოთი. მალთაყვა.
აია (ქუთაისი) - ლელო (თბილისი) 31:25

თბილისი. "ავჭალა" (ხელოვნური).
აკადემია (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 26:26


საქართველოს მორაგბეთა ჩემპიონატს ქუთაისის „აია“ ლიდერობს



11 ივნისი: არმია - არმაზი, ყოჩები - აია, ლელო - ხარები, ლოკომოტივი - აკადემია.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 11 მაი 2011 19:50
აია ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო და როგორც ჩანს დღესდღეობითაც ძლიერებია რიან



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (102)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი