ახალი ზელანდია ბორჯღალოსნებს კაპა ჰაკათი დახვდა

რაგბის მსოფლიო თასი 08-სექ, 21:479 admin 3489


5 სექტემბერს, ორდღიანი მომქანცველი მგზავრობის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის ქალაქ ქვინზთაუნში ჩავიდნენ, სადაც ადგილობრივმა მერიამ ქართულ დელეგაციას თბილი დახვედრა მოუწყო.

ქვინზთაუნის მერი, სამხრეთ კუნძულის წარმომადგენლები და ადგილობრივი სარაგბო კლუბების ბავშვები საქართველოს დროშებით ხელში, აეროპორტში შეიკრიბნენ და “ბორჯღალოსნებსა” და საქართველოს რაგბის კავშირის დელეგაციას მისასალმებელი “კაპა ჰაკათი” შეეგებენენ. (ჰაკა ბევრნაირია: ცეკვა, რომელსაც ახალზელანდიელი მორაგბეები სარაგბო მატჩების წინ ასრულებენ, საბრძოლო ჰაკაა და, შესაბამისად, სხვა დატვირთვის მქონე რიტუალი)

6 სექტემბეს (ახალი ზელანდიის სასაათო სარტყელი ჩვენსას 10 საათით უსწრებს წინ) ოფიციალური დახვედრა და კეპების დარიგების ცერემონია შედგა: სტუმრები მიიწვიეს ქვინსთაუნის მთავარი ღირსშესანიშნაობის - “სქაილაინ” კომპლექსის დასათვალიერებლად, რომელიც ქალაქის ზემოთ, ციცაბოზე გაშენებულ გასართობ პარკს წარმოადგენს, ატრაქციონებითა და დიდებული ხედით: აქ არის ბანჯი-ჯამპინი, ლიუგერები, რესტორანი და დიდებული შესაძლებლობა პარაშუტით ხტომის მოყვარულთათვის. ბევრი რომ არ გავაგრძლოთ, იგივე “ბომბორას პარკია” ექტრემალებისთვის.

“სკაილანის” კომპლექსში, ოფიციალური დახვედრისას, სამხრეთ კუნძულის ტომის - ნგაი ტაჰუს წარმომადგენლებმა “ბორჯღალოსნებოსთვის” ჰაკა შეასრულეს. ხოლო მათმა უხუცესმა, სერ ტაიპენე ო’რიგანმა (Sir Tipene O’Regan), რომელსაც რაინდის წოდება დედოფალმა უბოძა, ჩვენს ბიჭებს მაორების ენაზე მიმართა და წარმატება უსურვა.

ამის შემდგომ, ქვინზთაუნის მერმა საქართველოს დელეგაციას წევრები მწვანე ნეფრიტის ფილა გადასცა საჩუქრად: მაორები ამ ქვას ძალიან აფასებენ და რკინაზე მტკიცე მასალად მიიჩნევენ. მათ ენაზე ქვას “პუნამუ” ქვია; ძველ დროში მისგან საბრძოლო და სამუშაო იარაღებს ამზადებდნენ; ამას გარდა, წარმატებისა და ბედნიერების სიმბოლოდ თვლიდნენ.

ცერემონიის დასასრულს, მსოფლიო თასის დირექტორმა, სიდ მილარდმა, “ბორჯღალოსნებს” ფოჩიანი კეპები გადასცა საჩუქრად.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 სექტემბრამდე კვინსტაუნში გაივლის მოსამზადებელ პერიოდს. 11-15 სექტემბერს ინვერკარგილში დაჰყოფს, სადაც 14 სექტემბერს შოტლანდიასთან გამართავს მატჩს. ამის შემდგომ, 19 სექტემბრამდე დანედინში დაბანაკდება, სადაც, 18 სექტემბერს ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. 19 – 26 სექტემბერს „ბორჯღალოსნები“ მასტერტონში ივარჯიშებენ, რის შემდეგაც პამერსტონ ნორსში გადავლენ. ამ ქალაქში, 28 სექტებმერს რუმინეთს, ხოლო 2 ოქტომბერს - არგენტინის ნაკრებს ვხვდებით.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
slim4you 9 სექტემბერი 2011 18:28
რაულიტო,
wink wink

შოტლანდიასთან კიდე შეიძლება თამაში, მაგრამ არგენტინა რავი...

არ გახსოვს წინა ჩემპიონატზე რა გვიქნეს :(
Sportnews 9 სექტემბერი 2011 18:06
slim4you,
გაანებე თავი ამას ერთი კალათბურთი იცის მაგრად და მეორე რაგბი, რაც ესპორტ.გე შეიქმნა იმის შემდეგ ნელ ნელა ერკვევა სპორტში, მეოთხეზეც რომ გავიდეთ მართალი ხარ ვერავინ გაამტყუნებს , თუმცა ვნახოთ რა იცი შოტლანდიელებთან და არგენტინასთან რა ხდება
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
slim4you 9 სექტემბერი 2011 13:55
admin,

გოგასი არ ვიცი მაგრამ შენ აშკარად ღადაობ :)

მესამე ძალიან მაგარი იქნება.

მეოთხეზეც ვერ გაამტყუნებ ვერავის და ვერ მოთხოვ რატო მესამეზე არ გახვედიო :)
admin 8 სექტემბერი 2011 23:00
რა მესამე გოგა ღადაობ? :D
ამათგან სულ მცირე მერვედფინალს ველი უკვე
Sportnews 8 სექტემბერი 2011 22:15
ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება მაგარი იქნება
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (129)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი