Image

არსენალმა და ლივერპულმა ქულები გაიყვეს (+ გოლები)

ვიდეო 31-იან, 12:049 Sportnews 1889


















ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ლონდონში გაიმართა, ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მაძიებელი გუნდები "არსენალი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ.

სტუმრები მატჩის დებიუტივეში სუარესმა დააწინაურა, "ლივერპულელთა" მთავარმა მეგოლემ უკვე მეხუთე წუთზე გახსნა ანგარიში, პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა და მერსესაიდელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. მეორე ტაიმის მე-60 წუთიდან 7 წუთიან მონაკვეთში სამი გოლი ვიხილეთ. ჯერ ჰენდერსონმა 2-0 დააწინაურა "ლივერპული" , 4 წუთში ჟირუმ სხვაობა შეამცირა, 3 წუთში კი ვოლკოტმა ანგარიში გაათანაბრა. მართლაც პრემიერლიგური შეხვედრა ვიხილეთ და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.


"არსენალი" 2:2 "ლივერპული"
გოლები: ჟირუ 64, უოლკოტი 67 - სუარესი 5, ჰენდერსონი 60

"არსენალი": შესნი, სანია, გიბსი (სანტოსი 37), მერტეზაკერი, ვერმალენი, რემსი, უოლკოტი, უილშირი, კასორლა, ჟირუ, პოდოლსკი.

"ლივერპული": რეინა, უისდომი, ჯონსონი, კარაგერი, აგერი, ლუკასი, ჯერარდი, ჰენდერსონი, დაუნინგი, სტარიჯი (ენრიკე 71), სუარესი.

გაფრთხილება: კასორლა, ჟირუ, მერტეზაკერი - ჯერარდი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (210)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა