მადრიდის რეალმა რაიო ვალეკანო გაანადგურა ( + Video)

ვიდეო / უცხოური ფეხბურთი 30-მარ, 12:519 Sportnews 1672


ორი ზედიზედ წაგებული შეხვედრის შემდეგ მადრიდის "რეალმა" წარუმატებელი ასპარეზობა შეწყვიტა და ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რაიო ვალეკანო" 5-0 გაანადგურა.

სტუმრების განადგურებას სათავე მე-15 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ დაუდო, მან გარეტ ბეილის პასით ისარგებლა და ჩემპიონატში 28-ე გოლი გაიტანა. პირველ ტაიმში მასპინძლებს კიდევ არაერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ მომენტები ბენზემამ და გარეტ ბეილმა გაანიავეს.

მადრიდის რეალმა რაიო ვალეკანო გაანადგურა ( + Video)


მეორე ტაიმი 10 წუთი დაწყებული იყო, როდესაც უელსელი ფეხბურთელის მარჯვენა ფლანგზე აქტიურობას კვლავ გოლი მოჰყვა, ბეილმა რონალდუს დაუგორა, პორტუგალიელმა საჯარიმოში კარვახალი მოძებნა, რომელმაც თავის სადებიუტო გოლი გაიტანა "სამეფო გუნდში". ამის შემდეგ უკვე გარეტ ბეილის ჯერი დადგა, 68-ე წუთზე "რეალის" შემტევმა ჯერ დი მარის გადაცემით ისარგელა და ცარიელ კარში გოლი გაიტანა, 2 წუთში კი მარტომ ბურთიანად თითქმის თავის საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე ირბინა, პირისპირ გავიდა და მეკარეს უშანსოდ დატოვა. საბოლოო წერტილი მატჩს ცვლილებაზე შემოსულმა მორატამ დაუსვა, ახალგაზრდა ესპანელმა 78-ე წუთზე შესანიშნავი დარტყმით 5-0 გახადა.

კარლო ანჩელოტის გუნდი 73 ქულით მესამე ადგილზეა. მეორე ადგილოსან "ბარსელონა" 2 ქულით, მხოლოდ პირველ ადგილოსან "ატლეტიკოს" 3 ქულით ჩამორჩება.

მადრიდის რეალმა რაიო ვალეკანო გაანადგურა ( + Video)


მადრიდის რეალმა რაიო ვალეკანო გაანადგურა ( + Video)





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (176)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი