ჯანო ანანიძემ რუსეთის თასის ნახევარფინალში გოლი გაიტანა და ფინალში გავიდა (ვიდეო)

ვიდეო / უცხოური ფეხბურთი 18-აპრ, 09:269 Sportnews 2496


რუსეთის თასის ნახევარფინალში "როსტოვმა" 3:1 დაამარცხა "ლუჩ-ენერგია" და თასის ფინალში გავიდა. ამ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო "როსტოვის" ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ.

მასპინძლები მე-13 წუთზე გაცკანის გოლით დაწინაურდნენ. ორ წუთში ჯანო შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ მას ბოლო წამს შეუშალეს ხელი დარტყმაში.

მაგრამ ქართველმა თავისას მაინც მიაღწია - 27-ე წუთზე მეკარის შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა - 2:0.

ჯანო ანანიძემ რუსეთის თასის ნახევარფინალში გოლი გაიტანა და ფინალში გავიდა (ვიდეო)


39-ე წუთზე სტუმრებმა ერთი გოლი გაქვითეს. 68-ე წუთზე გაცკანის წაქცევისთვის პენალტი ვერ გაიტანეს მასპინძლებმა - დიაკოვმა ბურთი ხარიხას გაარტყა. მოედანზე ვითარება დაიძაბა.

მატჩის მიწურულს არტიომ ძიუბას წინააღმდეგ იუხეშეს საჯარიმოში და ამ უკანასკნელმა ყველა კითხვა მოხსნა - "როსტოვი" ფინალშია, სადაც "კრასნოდარს" შეხვდება.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (194)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი