დღის ახალი ამბები

"ერთხელ ვარჯიშზე გიორგი ასანიძემ მითხრა, არაფრის თავი არ გაქვსო... დავიწყე ვარჯიში და მოწევას თავი დავანებე"

"ერთხელ ვარჯიშზე გიორგი ასანიძემ მითხრა, არაფრის თავი არ გაქვსო... დავიწყე ვარჯიში და მოწევას თავი დავანებე"

ახ­ლა­ხან სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლოს­ნო­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ექი­მი რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გი - გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დი­დან დაბ­რუნ­და, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ექი­მის ამ­პლუ­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. 

გიორგი ჭინჭარაულს ერთ-ერთი ქართული გამოცემა დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუც ჩაწერა, გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან, სადაც ექიმი თავის სპორტულ რეჟიმზე საუბრობს.

თქვენც სპორტული რეჟიმით ცხოვრობთ?

- 2013 წლის შემდეგ, ბევრ სფეროში მომიხდა ჩართვა, პარალელურად, მეგაპროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებთან" კონტრაქტი დავდე - ამ გადაცემის ექიმი გახლდით. მოცეკვავეები სპორტულად ცხოვრობდნენ, მაგრამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი მონაწილეები - ჩვეულებრივად, არასპორტულად: სიგარეტს ეწეოდნენ, სადმე თუ წავიდოდით, არც სასმელზეც ამბობდნენ უარს... იმ პერიოდში გარეგნულად ჩვეულებრივი ექიმივით გამოვიყურებოდი: სიგარეტს ვეწეოდი, ვსვამდი და ვჭამდი, როცა მინდოდა... 2015 წელს ამ პროექტიდან წამოვედი, რადგან აღარ მეცალა - ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდებოდა - მთლიანად სპორტზე "გადავერთე". ერთ დღეს ვარჯიშზე გიორგი ასანიძე გამეხუმრა, - არაფრის თავი არ გაქვს, ერთ მოძრაობას ვერ გააკეთებო. ჰოდა, ორძელზე აზიდვა მართლა ვერ გავაკეთე. ხასიათი წამიხდა. გიორგიმ მითხრა, - თუ გინდა, გასწავლიო... 2015 წლის დასაწყისიდან უკვე ვარჯიში დავიწყე. მოწევასაც თავი დავანებე... მას შემდეგ, საკუთარ თავზე უამრავი ცდა ჩავატარე, ყველანაირი კვების რეჟიმი გამოვცადე, ბევრი რამ ვისწავლე. ამან ჩემს განვითარებაში უზარმაზარი როლი ითამაშა, რადგან იყო დრო, როცა სპორტსმენთან მხოლოდ სამედიცინო მანიპულაციის ჩატარების უფლებას ვაძლევდი თავს, დღეს კი, როცა მათთვის საკვები დანამატები, ვიტამინები მოგვაქვს, უკვე ვიცი, ვის რა რაოდენობა მივცე. მას შემდეგ, რაც სპორტით თავადაც დავკავდი, გუნდში ჩემი როლი ბევრად გაიზარდა. ახლა შეჯიბრების დროს შტანგასაც თავად ვაწყობ, სანამ სპორტსმენი მთავარ ფიცარნაგზე გავა. მწვრთნელი წონას რომ გეტყვის, ზუსტად ის წონა უნდა დააყენო და ეს წამებში უნდა მოხდეს. ამის სწავლას ბევრი დრო დასჭირდა, მაგრამ შევძელი და ამ მხრივ, დღეს უნივერსალი ვარ. არის შემთხვევები, როცა გიორგის მითითებით, ვარჯიშებსაც მე ვაძლევ სპორტსმენებს, თვალყურს ვადევნებ... ჩვენი ყოველდღიურობა მხოლოდ მედიცინა აღარ არის.

ინტევიუს სრული ვერსია > აქ





გაზიარება
მოინახულეს 1 699-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. "არას­დროს ავი­წყდე­ბა სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბი. ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბა გადალახა, ფი­ნან­სუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ქართველი, რომელმაც საფრანგეთს ოლიმპიური მედალი მოუტანა?
  4. "არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
რეკლამა