საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერეციის ცნობით, რუსი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ამიერიდან საქართველოს ღირსებას დაიცავს. 18 წლის სპორტსმენი საქართველოს სახელით ქალთა ერთეულთა თანრიგში გამოვა.
"ანასტასია გუბანოვა საქართველოს გუნდის ახალი წევრია! ანასტასია 2018 წლის ზაგრების Golden Spin საერთაშორისო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი და 2016 წლის ახალგაზრდათა გრან პრის ვიცე-ჩემპიონია. ანასტასია გუბანოვა საქართველოს გოგონების კატეგორიაში წარადგენს. მალე შეიტყობთ, სად ვიხილავთ პირველად ანასტასიას ახალ პროგრამებს ამ სეზონისთვის", - ნათქვამია საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის განცხადებაში.
ამ ინფორმაციამ რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციაში გაკვირვება გამოიწვია. ფედერაციის პრეზიდენტმა ალეკსანდრ გორშკოვმა განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. გენერალური დირექტორი ალეკსანდრ კოგანი კი ამბობს, რომ მათ სპორტსმენისთვის სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლება არ მიუციათ.
ანასტასია გუბანოვა 2018 წლამდე სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა და ვარჯიშობდა. 2018/19 წლების სეზონი კი მან მოსკოვში, ცსკა-ში გაატარა, სადაც ელენა ბუიანოვასთან ემზადებოდა. 2019 წლის ზაფხულიდან ის სანკტ-პეტერბურგში დაბრუნდა და ვარჯიში ევგენი რუკავიცინის ჯგუფში გააგრძელა. გუბანოვა რუსეთის ჩემპიონატში ოთხჯერ გამოვიდა, საუკეთესო შედეგი კი მე-6 ადგილი ჰქონდა. მან ორჯერ გაიმარჯვა იუნიორთა გრან პრის ეტაპებზე და მეორე იყო სერიის ფინალში.
იხილეთ ფოტოები
ვინ არის რუსი სპორტსმენი, რომელიც ამიერიდან საქართველოს სახელით იასპარეზებს ?
2-09-2021, 16:59
გაზიარება
მოინახულეს 3 098-ჯერ
კომენტარები
24-04-2024 10:32
164
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
323
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
903
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად
23-04-2024 09:46
147
“ფეხბურთის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დავკარგავ – შევეცდებით, რომ საქართველო სწორ გზაზე, სიმართლის გზაზე წავიყვანოთ” – გიორგი ქოჩორაშვილი
ვრცლად