დღის ახალი ამბები

რამოსი და პერესი ერთმანეთს შეხვდებიან რათა განიხილონ თუ რა ფორმით დატოვებს კაპიტანი გუნდს

რამოსი და პერესი ერთმანეთს შეხვდებიან რათა განიხილონ თუ რა ფორმით დატოვებს კაპიტანი გუნდს
29-01-2021, 22:16

სერხიო რამოსი მადრიდის "რეალთან" კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს და გუნდს ზაფხულში დატოვებს. ამის შესახებ დღეს ყველა ესპანური გამოცემა წერს.

კლუბმა კაპიტანს ორ წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, ხელფასის 10 პროცენტით შემცირების, რაზეც ფეხბურთელისგან პასუხი უარყოფითი იყო. "რეალი" აღარ აპირებს ახალი შეთავაზება გაუკეთესოს კაპიტანს.

სერხიო რამოსმა ფლორენტინოს უთხრა, რომ სხვების შემოთავაზებებს მოისმენს, პრეზიდენტი კი დაეთანხმა. პერესმა კლუბის თანამშრომლებს ისიც კი განუცხადა, რომ მზადაა ახალი ფეხბურთელი მოიყვანოს ესპანელის ნაცვლად.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამის შემდეგ რამოსი და პერესი მხოლოდ იმის გამო შეხვდებიან, რომ განიხილონ თუ როგორ დაემშვიდობება ფეხბურთელი გუნდს.

როგორც ჩანს იეროს, რაულის, გუტის , კასილასის და რონალდოს სიტუაცია რამოსის შემთხვევაშიც გამეორდება.




გაზიარება
მოინახულეს 1 087-ჯერ
კომენტარები
რეკლამა