დღის ახალი ამბები

რა თანხა გამოიმუშავა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ?

რა თანხა გამოიმუშავა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ?

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ზედიზედ 5-გზის გამარჯვებულია.

ლაშა ტალახაძემ ატაცში და აკვრაში საკუთარი მსოფლიო რეკორდები გააუმჯობესა. ატაცში პირველ მისვლაზე 210 კილოგრამი დააფიქსირა, მე-2 ცდაზე 218, საკუთარი რეკორდი კი 2 კილოგრამით გააუმჯობესა – 225.

აკვრაში ტალახაძე ჯერ 247-ზე მივიდა, შემდეგ 257 აწია, ბოლოს კი საკუთარი რეკორდზე 2 კილოგრამით მეტი – 267, ჯამში კი 492 კილოგრამი დადო.

ტალახაძე სამი ოქრის მედლის მოპოვებისთვის პრიზის სახით დაახლოებით 250 000 ლარს მიიღებს.






გაზიარება
მოინახულეს 10 230-ჯერ
კომენტარები
რეკლამა