დღის ახალი ამბები

3 კანდიდატი, რომელიც ზიდანს შემდეგ სეზონში ჩაანაცვლებს!

3 კანდიდატი, რომელიც ზიდანს შემდეგ სეზონში ჩაანაცვლებს!
1-02-2021, 22:41

დღეს ესპანურმა გამოცემამ "მარკამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ზიდანის სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

მიმდინარე წელს "რეალის" თამაში კრიტიკას ვერ უძლებს, გუნდი უკვე გამოვარდა ესპანეთის თასიდან და ლა ლიგის მოგების შანსიც ფაქტიურად აღარ აქვს, ზიდანის გუნდის ერთადერთი სამიზნე ჩემპიონთა ლიგა დარჩა, თუმცა თუ ისევ მარკას დავუჯერებთ ეს ტურნირიც რომ მოიგოს "სამეფო გუნდმა", ზიზუ მაინც დატოვებს "რეალს".

უკვე სახელდება რამდენიმე კანდიდატი, რომელმაც შესაძლოა ზიზუ შეცვალოს.

პირველი კანდიდატი ნაგელსმანია, "ლაიფციგის" მთავარ მწვრთნელს შეთავაზება "რეალისგან" ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როდესაც ზიზუმ პირველად დატოვა გუნდი, მაგრამ მაშინ გერმანელმა სპეციალისტმა ნაკლები გამოცდილების გამო უარით უპასუხა "თეთრების" შეთავაზებას, მას შემდეგ სამი წელი გავიდა და სპეციალისტმა შესაძლოა აზრი შეიცვლა.

მეორე კანდიდატი რაულია, რომელიც ამჟამად "კასტილიის" მთავარი მწვრთნელია, ესპანელმა უკვე დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები, როდესაც "რეალის" ასაკობრივ გუნდს ისტორიაში პირველად მოაგებინა ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. რაული ერთ დღეს რომ აუცილებლად ჩაიბარებს მთავარ გუნდს ნათელია, მაგრამ ეს დღე წელსვე თუ დადგა საკითხავია.

მესამე კანდიდატად ა ფლორენტინო პერესის კარგი მეგობარი ჟოზე მოურინიო სახელდება, რომელსაც "ტოტენჰემში" არც თუ კარგად მიდის საქმეები და შესაძლოა სეზონის ბოლოს გუნდიც დატოვოს. პორტუგალიელმა პლუსი  ნამდვილად გახლავთ ახალი გუნდის აშენება,"განსაკუთრებულს" არ  უჭირს რთული გადაწყვეტილებების მიღება და ფეხბურთელების გაშვება.





გაზიარება
მოინახულეს 1 316-ჯერ
კომენტარები
რეკლამა