ლეონარდოს "ინტერი" კვლავ იგებს

ვიდეო 20-იან, 13:169 Sportnews 2140


ძალიან ბევრი ლეონარდოს დანიშვნას "ინტერის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დიდ შეცდომათ მიიჩნევდა, მაგრამ ლეონარდომ ყველას დაუმტკიცა, რომ ეს სულაც არ არის შეცდომა.

მისი მოსვლის შემდეგ "ინტერმა" ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე შეხვედრაში გუნდმა მოგება შეძლო, ამ წარმატებულმა სერიებმა განაპირობა, რომ "ინტერი" სერია A-ს საჩემპიონო რბოლაში კვლავ ჩაერთო და ჩემპიონობის არც თუ ურიგო შანსი აქვს.

გუშინ "ინტერის" შემდეგი მსხვერპლი "ჩეზენა" გახლდათ, "სან სიროზე" ინტერმა 3:2 დაამარცხა "ჩეზენა" და ამ მოგებით გუნდმა სერია A-ში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული თავის მეტოქეებთან შედარებით და ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში , "ინტერი" უკვე მეორე ადგილზე გადაინაცვლებს და სამი ქულით ჩამორჩება პირველ ადგილოსან "მილანს".

მილანი, “სან სირო”, 45000

ინტერი-ჩეზენა 3:2 (3:2)

ინტერი:
კასტელაცი, მატერაცი, ლუსიო, კივუ, მაიკონი, ხავიერ ძანეტი, კამბიასო, სტანკოვიჩი, პანდევი (კორდობა 87), ეტოო, მილიტო (ბიაბიანი 20, ობი 75).

მწვრთნელი: ლეონარდო.

ჩეზენა: ანტონიოლი, ფონ ბერგენი, ბენალუანი, ლაურო (დელაფიორე 64), ჩეკარელი, კოლუჩი, პაროლო, სამარკო (კაზერტა 69), ლუის ხიმენესი (ბუდანი 78), ბოგდანი, ჯაკერინი.

მწვრთნელი: მასიმო ფიკადეტი.

გოლები: 1:0 ეტოო (14), 2:0 მილიტო (15), 2:1 ბოგდანი (23), 2:2 ჯაკერინი (29), 3:2 კივუ (45+1).

გაფრთხილება: მატერაცი (36) _ ჯაკერინი (46), ბენალუანი (86).

გაძევება: ჯაკერინი (74)

მსაჯი: კარმინე რუსო.

დარტყმა 18 (6)-8 (3); ჯარიმა 10-11; კუთხური 5-3; თამაშგარე 3-3; ბურთის ფლობა 58%-42%; სეივი 1-3.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:
















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (19)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)