"ეს ღირს 18 მილიონი?" - "ბარსას" ახალწვეულმა თავი შეირცხვინა (ვიდეო)

ვიდეო 21-თებ, 17:439 GioToServe 51


"ბარსელონამ" "ლეგანესის" თავდამსხმელი მარტინ ბრეიტუეიტი იყიდა, რომლის პრეზენტაციაც კატალონიურ კლუბში ახლახანს შედგა.

28-წლის ფორვარდმა რამდენიმე წარუმატებელი მოძრაობა შეასრულა და ბურთის ჰაერში აგდება ვერ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ დემბელესა და სუარესის მძიმე ტრავმების გამო, "ბარსელონა" თავდამსხმელის გარეშე დარჩა, რის გამოც, "ლა ლიგამ" კატალონიელები ფორვარდის ყიდვის ექსკლუზიური უფლებით დააჯილდოვა. ეს ნებართვა "ბარსამ" მყისიერად გამოიყენა და არჩევანი მარტინ ბრეიტუეიტზე შეაჩერა.

ზემოთ ნაჩვენები ვიდეოს გამოქვეყნების შემდგომ, სოციალურ ქსელებში მომხმარებლების კრიტიკამაც არ დააყოვნა. მართალია ფორვარდი 18 მილიონი ევრო ღირდა, მაგრამ გულშემატკივრების აზრით, მარტინი ისეთი დონის ფეხბურთელი არაა, რომ "ბარსას" მასში მსგავსი თანხა გადაეხადა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბრეიტუეიტის ყიდვის გამო, "ბარსელონა" ლეგენდარულმა რივალდომაც მკაცრად გააკრიტიკა.





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2020 (1)
მარტი 2020 (733)
თებერვალი 2020 (513)
იანვარი 2020 (542)
დეკემბერი 2019 (692)
ნოემბერი 2019 (635)