დღის ახალი ამბები

ხვიჩას მორიგი დიდი აღიარება - ფრანგულმა გამოცემამ კვარაცხელია საუკეთესოებში დაასახელა

ხვიჩას მორიგი დიდი აღიარება - ფრანგულმა გამოცემამ კვარაცხელია საუკეთესოებში დაასახელა

ფრანგულმა გამოცემა L’Equipe მსოფლიოს 20-წლამდე ასაკის საუკეთესო 50 ფეხბურთელი დაასახელა და მათ შორის ყაზანის “რუბინისა” და საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

ხვიჩას ფრანგულმა გაზეთმა ამ სიაში 34-ე ადგილი მიაკუთვნა, რაც ცხადია, რეალობასთან მთად ახლოს არ არის, რადგან მის წინ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, ვისი შესაძლებლობებიც ვიცით და ხვიჩას ვერაფრით სჯობს. თუმცა, ეს მხოლოდ სიაა, ამ ფეხბურთელებიდან უმაღლეს დონეზე თამაშს ყველა ვერ მოახერხებს, მაგრამ, ხვიჩას ნათელ მომავალში ეჭვი არ გვეპარება.

20-წლამდე ასაკის უდიდეს ტალანტად გამოცემამ “ბარსელონას” თავდამსხმელი ანსუ ფატი დაასახელა, ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. ანსუ ფატი
  2. ედუარდო კამავინჟა (რენი)
  3. რაიან გრავენბერხი (აიაქსი)
  4. პედრი (ბარსელონა)
  5. ჯოვანი რეინა (დორტმუნდი)
  6. ჯიუდ ბელინგემი (დორტმუნდი)
  7. იარი ფერშაერენი (ანდერლეხტი)
  8. მეისონ გრინვუდი (მანჩესტერი)
  9. ბუკაიო საკა (არსენალი)
  10. მირონ ბოადუ (ალკმაარი)
წყარო : 11-11.ge





გაზიარება
მოინახულეს 1 169-ჯერ
კომენტარები
რეკლამა