ბრაზილია და ჩილე არგენტინას კვლას გაჰყვა

ვიდეო / კოპა ამერიკა 18-ივლ, 07:579 Sportnews 2975


სამხრეთ ამერიკაში კერძოდ კი არგენტინაში მიმდინარე ტურნირს კოპა ამერიკას კიდევ ორი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრები და ჩილეს ნაკრები გამოეთიშა.

გაირკვა უკვე საბოლოოდ კოპა ამერიკის ნახევარფინალისტების ვინაობა , 1/2 ფინალში ერთმანეთს ურუგვაი-პერუ და პარაგვაი-ვენესუელა დაუპირისპირდება , ნახევარფინალში არც არგენტინა და არც ბრაზილია , ასეთ შედეგს არავინ მოელოდა, მაგრამ , როგორც ჩანს წლევანდელი კოპა ამერიკას სიურპრიზები შეუზღუდავია.

ბრაზილიის და პარაგვაის შორის გამართალუ შეხვედრა არგენტინა-ურაგვაის მსგავსად 120 წუთი გაგრძელდა და პენალტების სერიამდე მივიდა საქმე , ძირითად და დამატებულ დროში ვერც ერთმა გუნდმა მოახერხა გოლი გატანა , საფეხბურთო ლატარიაში კი პარაგვაიმ იმარჯვა, აღსანიშნავია , რომ ბრაზილიის ნაკრებმა ოთხივე თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანეს.

ბრაზილია-პარაგვაი 0:0 (პენ: 0:2)

ბრაზილია (4-3-3): სეზარი, მაიკონი, ლუსიო, სილვა, სანტოსი, ლუკას ლეივა, რამირესი, განსო (ლუკასი 100), რობინიო, პატო (ელანო 111), ნეიმარი (ფრედი 80).

პარაგვაი (4-4-2): ვილარი, ალკარასი, ვერონი, და სილვა, ტორესი (მარეკოსი 71), ვერა (ბარეტო 63), რივეროსი, კასერესი, ესტიგარიბია, ვალდესი, ბარიოსი (პერესი 83).

თერთმეტმეტრიანები: 0:0 ელანო, 0:0 ბარეტო, 0:0 სილვა, 0:1 ესტიგარიბია, 0:1 სანტოსი, 0:2 რივეროსი, 0:2 ფრედი.

გაფრთხილებები: სანტოსი 57, მაიკონი 60 – ვერა 22, ბარეტო 65, მარეკოსი 72, ესტიგარიბია 111.

გაძევება: ლუკას ლეივა 103 – ალკარასი 103.

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 14 (6)-3 (0), კუთხური: 8-0, თამაშგარე: 1-2, სეივი: 0-6, ჯარიმა: 17-23.

პენლები



ჩილე 1-2 ვენესუელ


რაც შეეხება ჩილე-ვენესუელას შეხვედრა აქაც ფავორიტი ვერ გავიდა შემდეგ ეტაფზე , უმრავლესობა ფავორიტად ჩილეს ნაკრებს თვლიდა, მაგრამ ვენესუელმა შეძლო და გავიდა 1/2 ფინალში.

ვენესუელამ პირველი ტაიმი ვიზკარონდოს გოლის წყალობით მოიგო , მეორე ტაიმის 70-ე წუთზე სუაზოს გოლის წყალობით ჩილემ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ძირითად დროში მაინც შეძლო ვენესუელამ გამარჯვება და გამარჯვების გოლი 81-ე წუთზე ჩიჩერომ გაიტანა. საბოლოოდ როგორც ავღნშნეთ , შემდეგ ეტაფზე პარაგვაი და ვენესუელა გავიდა.

ჩილე-ვენესუელა 1:2 (0:1)

ჩილე (3-4-1-2): ბრავო, კონტრერასი, პონსე, ხარა (პარედესი 61), ისლა, მედელი, კარმონა (ვალდივია 47), ვიდალი, ხიმენესი (მუნიოსი 84), სანჩესი, სუასო.

ვენესუელა (4-4-2): ვეგა, როზალესი, პეროსო, ვისკარონდო, ჩიჩერო, გონსალესი (მორენო 90), ლუსენა, რინკონი, არანგო, მალდონადო (სეიხასი 65), ფედორი (რონდონი 60).

გოლები: 0:1 ვისკარონდო (35), 1:1 სუასო (70), 1:2 ჩიჩერო (81).

გაფრთხილებები: ისლა 27, მედელი 41, კონტრერასი 45, ვიდალი 80 – გონსალესი 37, ლუსენა 85.

გაძევება: მედელი 83 – რინკონი 90.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 15 (11)-5 (3), კუთხური: 5-0, თამაშგარე: 2-3, სეივი: 1-7, ჯარიმა: 22-26.

1/2-ფინალები
20 ივლისი: 04:45 – პერუ-ურუგვაი.
21 ივლისი: 04:45 – პარაგვაი-ვენესუელა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:
















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 18 ივლისი 2011 11:49
ციტატა: admin
აუ კაი რა მემგონი ეს კოპა უნდა გამოიძიოს უკვე იმ ორგანიზაციამ ვინც ატარებს არ არსებობს ესეთი რამე ბუნებაში რა


არ გეთანხმები , როგორ არ არსებობს , არგენტინამ ისეთი დაულაგებელი შემადგენლობით ითამაშა , რომ გავარდა და ის თამაშები ვერ მოიგო არ არის გასაკვირი , ასევე ბრაზილია, რომელმაც სულ 22 წლამდე ფეხბურთელები წაიკვანა 1-2 ს გამოკლებით და მიიღო კიდევაც შედეგი , როდესაც კაკა და მარსელო გყავს და არ იყენებ ღირსი ხარ რაც მოგივიდა, კაი კაკა უკვე დიდი ასაკისაა და ჩააგდო და ვერც ითამაშა, მარსელოს ნაცვლად სანტოსი როგორ უნდა ათამაშო , მარსელო , რომელიც საუკეთესო იყო წელს თავის პოზიციაზე.
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 18 ივლისი 2011 11:00
აუ კაი რა მემგონი ეს კოპა უნდა გამოიძიოს უკვე იმ ორგანიზაციამ ვინც ატარებს არ არსებობს ესეთი რამე ბუნებაში რა



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (26)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)