ფორლანი: იმედი მაქვს ასე გავაგრძელებ

ვიდეო 15-ნოე, 18:529 beqa_beqa 2107


ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურებში გატანილი გოლების შემდეგ "ატლეტიკოს" ფორვარდი დიდხანს ვერ ახერხებდა თავის გამოჩენას, რაც მადრიდული კლუბის გულშემატკივრებს ძალიან აღელვებდათ. მათდა სასიხარულოდ, შაბათს, "ოსასუნასთან” მატჩში ურუგვაელმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

- "ატლეტიკომ" გაიმარჯვა, თქვენ უგოლო სერია შეწყვიტეთ. რომელი მოვლენა უფრო მნიშვნელოვანია?
- შემტევმა მოთამაშეებმა დანარჩენებზე ხშირად უნდა გაიტანონ, ამიტომ მე, როგორც ფორვარდი, გარკვეულ წნეხს ვგრძნობ ამ თვალსაზრისით. მაგრამ გოლები - მთელი გუნდის საქმეა, განსაკუთრებით თუ მაღალი ადგილისთვის ბრძოლა გვინდა. საბედნიეროდ, "ოსასუნასთან" შეხვედრაში ანგარიშზე ორი გოლი ჩავიწერე და ეს აშკარად სასარგებლოდ იმოქმედებს ჩემზე.

- გინდათ თქვათ, რომ ამ ორმა გოლმა ფსიქოლოგიური წნეხი მოგიხსნათ?
- არა, საქმე ამაში როდია. უბრალოდ, გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა. გულწრფელად რომ გითხრათ, მანამდეც საკმაოდ მშვიდად ვიყავი. ბოლო მატჩებმა კარგი განწყობა დამიტოვა. ნათელი იყო, რომ გოლები დროის ამბავიღა იყო. უნდა ვაღიარო, რომ მართლაც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე არ გამიტანია, მაგრამ ამას ძალიან არ განვიცდიდი. თავს ვლანძღავდი, როცა გუნდი ვერ იგებდა, მაგრამ მხოლოდ საერთო შედეგისთვის და არა პირადის გამო.

- ბოლო დროს ინდივიდუალური რეჟიმით ვარჯიშობდით, სხვებისგან განცალკევებით. ამ გზით ფიზიკური მომზადების დონის გაუმჯობესება გსურდათ?
- დიახ, ამის აუცილებლობა ვიგრძენი, რადგან დიდი რაოდენობის მატჩებისა და გადაფრენებისგან დავიღალე. შვებულებას ჩემთვის აზრი არ ქონდა, საჭირო იყო რაიმე საქმით დავკავებულიყავი. დასვენება სასარგებლო აღმოჩნდა. მუშაობამ კარგი შედეგი გამოიღო და ვიმედოვნებ, რომ ასევე გავაგრძელებ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 16 ნოემბერი 2010 16:02
მიდი ბრატ მიაწქი მაგარი კაცი ხარ



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი