Image

ბოლო 20 მანძილზე მომხდარი საუკეთესო 10 "Come Back"

ფეხბურთის ვიდეოები 31-ოქტ, 23:069 Sportnews 224
image



















უკანასკნელი 20 წლის TOP 10 "Come Back-ის" წარმდგენია adjarabet.com– გართობის 20 წლიანი გამოცდილება.

ფეხბურთის გულშემატკივრების მეხსიერებიდან წაუშლელ კვალს ტოვებს ისეთი შეხვედრები, როდესაც ერთი გუნდი გამარჯვებას მას შემდეგ ახერხებს, რაც მეტოქე გუნდს საგრძნობლად ჩამორჩება.

ჩვენში უკვე დიდი ხანია დამკვიდრებულია ტერმინი "Come Back" , დღეს სწორედ შევეცდებით ბოლო 20 წლის 10 საუკეთესო "Come Back" წარმოგიდგინოთ.

10 ) ინგლისის თასი - "არსენალი" 7-5 "რედინგი"

2012 წელს ინგლისის თასის ეგიდით ერთმანეთს "არსენალი" და "რედინგი" ხვდებოდნენ, შეხვედრას "რედინგი" 4-0 იგებდა, მაგრამ "მეთოფეებამ" მეორე ტაიმში მატჩში ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანეს, სადაც კიდევ ნამდვილი გოლების ცვენა ვიხილეთ, დამატებით ნახევარ საათში "არსენალმა" კიდევ 3 გოლი გაიტანა, "რედინგმა" კი მხოლოდ ერთი.

9) პრემიერლიგა - "ნიუკასლი" 4-4 "არსენალი"

ლონდონის "არსენალი" კიდევ ერთი ისტორიული "Come Back-ის" მონაწილეა, ოღონდ ამჟამად მთავარ როლში არა მეთოფეები, არამედ მათი მეტოქეები იყვნენ. ლონდონელები სტუმრად "ნიუკალს" 4-0 უგებდნენ, ადგილობრივი გულშემატკივრების საკმაოდ დიდმა რაოდენობამ ტრიბუნა დატოვა, დარწმუნებული ვარ ისინი თავიან თავს ამ საქციელის არასდროს აპატიებენ, აი შეხვედრის 68-ე წუთიდან კი ნამდვილი სასწაული დაიწყო, "ნიუკასლის" ფეხბურთელებმა 4 გოლი გაიტანეს და საბოლოოდ შეხვედრა 4-4 დასრულდა.

8) მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი - შვედეთი 4-4 გერმანია

მსოფლიო 2014 წლის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში შვედეთი გერმანიის ნაკრებს მასპინძლობა, რეკორდმაისტერები შეხვედრას 4-0 იგებდნენ, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და მისმა თანამემამულებმა გმირული ხასიათი გამოავლინეს და საოცარი ბრძოლისუნარიანობის წყალობით შეხვედრა ფრედ 4-4 დაასრულეს.

7) ჩემპიონთა ლიგა - "ბაიერნი" 4-2 "იუვენტუსი"

2016 წელს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე "იუვენტუსს" უმასპინძლა, პირველი მატჩი იტალიაში 2-2 დასრულდა , შეხვედრის მიმდინარეობისას იტალიელები 2-0 დაწინაურდნენ და ისეთი პირი უჩანდა მატჩს, რომ შემდეგ ეტაპზე სწორედ "იუვენტუსი" გავიდოდა, მაგრამ გერმანელებმა ძირითად დროში გათანაბრება შეძლეს და დამატებით დროში კიდევ 2 გოლი გაიტანეს.

6) ევროპის ლიგა - "ლივერპული" 4-3 "დორტმუნდი"

2016 წელს ევროპა ლიგის 1/4 ფინალში ერთმანეთს "ლივერპული" და "დორტმუნდი" დაუპირისპირდნენ, პირველი მატჩი გერმანიაში 1-1 დასრულდა, განმეორებით შეხვედრაში, რომელიც ლივერპულში ტარდებოდა, მატჩის 65-ე წუთის ჩათვლით სტუმრები 3-1 იგებდნენ, მასპინძლებს კი შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის 3 გოლის გატანა მართებდა, კლოპის დამოძღვრილმა გუნდმა ამ სასწაულის გაკეთება შეძლო და გადამწყვეტი გოლი მატჩის 91-ე წუთზე გაიტანა, საბოლოოდ იმ წელს "ლივერპული" ფინალში დამარცხდა.

5) ჩემპიონთა ლიგა - "დორტმუნდი" 3-2 "მალაგა"

2013 წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს "მალაგა" და "დორტმუნდი" ხვდებოდნენ, პირველი მატჩი ესპანეთში 0-0 დასრულდა, განმეორებით შეხვედრის 90-ე წუთამდე კი "მალაგა" მეტოქეს 2-1 უგებდა და აი შემდეგ დადგა უკვე სასწაულის დრო, მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროს მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. იმ წელს "დორტმუნდმა" ფინალში ითამაშა, სადაც დრამატულ შეხვედრაში "ბაიერნთან" დამარცხდა.

4) ჩემპიონთა ლიგა - "რეალი" 4-1 "ატლეტიკო"

12 წლიანი პაუზის შემდეგ მადრიდის "რეალი" 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, "სამეფო გუნდი" თანაქალაქელ "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში "ატლეტიკო" 1-0 იგებდა და ჩემპიონობამდე თითქოსდა აღარაფერი აშორებდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა სერხიო რამოსი , მადრიდის "რეალის" კაპიტანმა გამათანაბრებელი გოლი 94-ე წუთზე გაიტანა, შემდეგ დამატებით ორ ტაიმში კი "რეალმა" კიდევ სამჯერ შეძლო მეტოქე გუნდის კარის აღება.

3) პრემიერლიგა - "სიტი" 3-2 "ქპრ"

2012 წელს ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული საპრემიერლიგო სეზონი ვიხილეთ, ბოლო ტურამდე კი არა ბოლო წუთამდე ჩემპიონობისთვის ორი მანჩესტერული გუნდი იბრძოდა, ბოლო ტურში "სიტი" "ქპრ-ს" მასპიძნლობდა და ჩემპიონობისთვის 3 ქულა სჭირდებოდა, მაგრამ მასპინძლები შეხვედრის 91-ე წუთამდე 2-1-ს აგებდნენ , აი შემდეგ კი ჯერ ჯეკომ , მოგვიანებით კი აგუერომ გამოიჩინეს თავი და თავიანთ გუნდს ძალიან დიდი ხნის ნანატრი ჩემპიონობა მოუტანეს.

2) ჩემპიონთა ლიგა - "მანჩესტერი" 2-1 "ბაიერნი"

1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მიუხენის "ბაიერნი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" უპირისპირდებოდნენ, შეხვედრა ისე დრამატულად დამთავრდა, როგორსაც წინასწარ ვერავინ იფიქრებდა, შეხვედრის 90-ე წუთამდე "ბაიერნი" მეტოქეს 1-0 ს ამარცხებდა, აი შემდეგ კი "მანჩესტერმა" ჯერ ანგარიში გაათანაბრა და უკვე ყველა დამატებულ დროს რომ ელოდა, ინგლისელებმა გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

1) ჩემპიონთა ლიგა - "ლივერპული" 3-3 "მილანი" [ პენალტების სერიაში "ლივერპულმა" იმარჯვა"]

ბოლო 20 წლის და ვინ იცის იქნებ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო "Come Back" უდავოდ "ლივერპულს" ეკუთვნის, მერსესაიდელები 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველ ტაიმი "მილანთან" 3-0 წააგეს, ალბათ იმ დროს ფეხბურთის ბევრმა გულშემატკივარმა იფიქრა, რომ ყველაფერი დასრულებულია და მეორე ტაიმის ყურებას დიდი აზრიც არ ჰქონდა, მაგრამ სიტუაცია რადიკალურად სხვანაირად განვითარდა, შეხვედრის მეორე ნახევარში "ლივერპულმა" სამი უპასუხო გოლი გაიტანა და შემდეგ უკვე პენალტების სერიაში იმარჯვა. ის გახლათ ისეთი ტიპის შეხვედრა, რომელსაც გულშემატკივრები ვერასდროს დაივიწყებენ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (210)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა