დღის ახალი ამბები

თორნიკე ოქრიაშვილის ახალი გუნდი ცნობილია!

თორნიკე ოქრიაშვილის ახალი გუნდი ცნობილია!
3-04-2024, 09:27

თორნიკე ოქრიაშვილი ბრუნდება!

თორნიკე ოქრიაშვილს და დინამო თბილისს შორის ერთწლიანი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია. 🤝

Geo Team-ის ინფორმაციით, დღეს დინამო თბილისის პრეზიდენტი რომან ფიფია და თორნიკე ოქრიაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ, სადაც წინასწარი კონტრაქტი გაფორმდა, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ოფიციალურად დინამო თბილისში ჩაირიცხება. ✍🏻

სამედიცინო შემოწმება 4 აპრილსაა ჩანიშნული და დიდი ალბათობით, ფეხბურთელი 8 აპრილს, დინამო ბათუმის წინააღმდეგ სამატჩო განაცხადშიც მოხვდება.

თორნიკე ოქრიაშვილი რამდენიმე კვირაა დინამო თბილისში ვარჯიშობს და სამწვრთნელო შტაბი მისი შრომით კმაყოფილია.

წყარო: Geo Team




გაზიარება
მოინახულეს 704-ჯერ
კომენტარები
რეკლამა