დღის ახალი ამბები

ყველაფერი რაც ტოკიოს ოლიმპიადის შესახებ უნდა იცოდეთ - განრიგი და საპრიზო ფონდი

ყველაფერი რაც ტოკიოს ოლიმპიადის შესახებ უნდა იცოდეთ - განრიგი და საპრიზო ფონდი

10 ივლისს ქართულმა დელეგაციამ ოლიმპიური ფიცი დადო და ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრება. იაპონიაში სულ 35 ქართველი ათლეტი იასპარეზებს. ტოკიოს თამაშები, შარშან უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთი წლის დაგვიანებით ჩატარდება, თუმცა სიტუაცია კვლავ არ არის საუკეთესო. ახლახან გადაწყდა, რომ ოლიმპიური თამაშები მაყურებლის გარეშე ჩაივლის. სულ ოლიმპიადაზე 205 ქვეყნის 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ოლიმპიადა კი სტარტს 23 ივლისს აიღებს და 8 აგვისტოს დასრულდება. 

ძიუდო. 24 ივლისი - 31 ივლისი


24 ივლისი: ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ) 
25 ივლისი: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (-52) 
25 ივლისი: ვაჟა მარგველაშვილი (-66) 
26 ივლისი: ეთერ ლიპარტელიანი (-57) 
26 ივლისი: ლაშა შავდათუაშვილი (-73) 
27 ივლისი: ტატო გრიგალაშვილი (-81) 
28 ივლისი: ლაშა ბექაური (-90) 
29 ივლისი: ვარლამ ლიპარტელიანი (-100) 
30 ივლისი: გურამ თუშიშვილი (+100) 

ჭიდაობა. 1-7 აგვისტო


1 აგვისტო: იაკობ ქაჯაია (ბრ. რომ -130 კგ). წინასწარი (1/8, 1/4 და 1/2)
2 აგვისტო: იაკობ ქაჯაია (ბრ. რომ - 130). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი 
2 აგვისტო: გიორგი მელია (ბრ. რომ - 97). წინასწარი
3 აგვისტო: გიორგი მელია (ბრ. რომ. -97). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი 
3 აგვისტო: რამაზ ზოიძე (ბრ. რომ -67). წინასწარი
3 აგვისტო: ლაშა გობაძე (ბრ. რომ -87). წინასწარი
4 აგვისტო: რამაზ ზოიძე (ბრ. რომ -67). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი 
4 აგვისტო: ლაშა გობაძე (ბრ. რომ -87). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი 
5 აგვისტო: ავთანდილ კენჭაძე (თავ. -74). წინასწარი
5 აგვისტო: გენო პეტრიაშვილი (თავ. -125) წინასწარი
6 აგვისტო: ავთანდილ კენჭაძე (თავ. -74). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი 
6 აგვისტო: გენო პეტრიაშვილი (თავ. -125). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი 
6 აგვისტო: ელიზბარ ოდიკაძე (თავ. -97). წინასწარი
7 აგვისტო: ელიზბარ ოდიკაძე (თავ. -97). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი 

ძალოსნობა. 24-28 ივლისი & 31 ივლისი-4 აგვისტო

25 ივლისი: შოთა მიშველიძე (-61 კგ) 
25 ივლისი: გოგა ჩხეიძე (-67) 
31 ივლისი: ანტონ პლესნოი (-96) 
4 აგვისტო: ლაშა ტალახაძე (+109) 

მძლეოსნობა. 30 ივლისი-8 აგვისტო


30 ივლისი: სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა). კვალიფიკაცია
31 ივლისი: ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა). კვალიფიკაცია
1 აგვისტო: სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა). ფინალი 
2 აგვისტო: ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა). ფინალი 
3 აგვისტო: გიორგი მუჯარიძე (ბირთვის კვრა). კვალიფიკაცია
3 აგვისტო: ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა). კვალიფიკაცია
3 აგვისტო: ლაშა ღულელაური (სამხტომი). კვალიფიკაცია და ფინალი
5 აგვისტო: გიორგი მუჯარიძე (ბირთვის კვრა). ფინალი 
5 აგვისტო: ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა). ფინალი 

კრივი. 24-31 ივლისი & 2-8 აგვისტო


24 ივლისი: ესკერხან მადიევი (-69 კგ). 1/16 ფინალი
26 ივლისი: სახილ ალახვერდოვი (-52). 1/16 ფინალი
26 ივლისი: გიორგი ხარაბაძე (-75). 1/16 ფინალი
27 ივლისი: ესკერხან მადიევი (-69). 1/8 ფინალი
29 ივლისი: გიორგი ხარაბაძე (-75). 1/8 ფინალი
30 ივლისი: ესკერხან მადიევი (-69). 1/4 ფინალი
31 ივლისი: სახილ ალახვერდოვი (-52). 1/8 ფინალი
1 აგვისტო: ესკერხან მადიევი (-69). 1/2 ფინალი
1 აგვისტო: გიორგი ხარაბაძე (-75). 1/4 ფინალი
3 აგვისტო: ესკერხან მადიევი (-69). ფინალი 
3 აგვისტო: სახილ ალახვერდოვი (-52). 1/4 ფინალი
5 აგვისტო: სახილ ალახვერდოვი (-52). 1/2 ფინალი
5 აგვისტო: გიორგი ხარაბაძე (-75). 1/2 ფინალი
7 აგვისტო: სახილ ალახვერდოვი (-52). ფინალი 
7 აგვისტო: გიორგი ხარაბაძე (-75). ფინალი 

ცურვა. 24 ივლისი-1 აგვისტო

მარიამ იმნაძე

24 ივლისი: ირაკლი რევიშვილი (400 მ. თავისუფალი სტილი). წინასწარი
25 ივლისი. ირაკლი რევიშვილი (400 მ. თავისუფალი სტილი). ფინალი 
28 ივლისი: მარიამ იმნაძე (100 მ. თავისუფალი სტილი). წინასწარი
29 ივლისი: მარიამ იმნაძე (100 მ. თავისუფალი სტილი). ნახევარფინალი
30 ივლისი: მარიამ იმნაძე (100 მ. თავისუფალი სტილი). ფინალი 

ჩოგბურთი. 24-31 ივლისი

ნიკოლოზ ბასილაშვილი 
24-25 ივლისი: ნიკოლოზ ბასილაშვილი. I წრე
26-27 ივლისი: ნიკოლოზ ბასილაშვილი. II წრე
28 ივლისი: ნიკოლოზ ბასილაშვილი. III წრე
29 ივლისი: ნიკოლოზ ბასილაშვილი. 1/4 ფინალი
30 ივლისი: ნიკოლოზ ბასილაშვილი. 1/2 ფინალი
31 ივლისი: ნიკოლოზ ბასილაშვილი. ბრინჯაოს მედლის მატჩი
1 აგვისტო: ნიკოლოზ ბასილაშვილი. ფინალი 

ტყვიის სროლა. 24 ივლისი-2 აგვისტო

25 ივლისი: ნინო სალუქვაძე (10 მ. პნევმ. პისტოლეტი). კვალიფიკაცია და ფინალი 

მხატვრული ტანვარჯიში. 24-29 ივლისი & 1-3 აგვისტო


25 ივლისი: სალომე ფაჟავა. კვალიფიკაცია
29 ივლისი: სალომე ფაჟავა. ფინალი 

ფარიკაობა. 24 ივლისი-1 აგვისტო

სანდრო ბაზაძე
24 ივლისი: სანდრო ბაზაძე (ხმალი). წინასწარი და ფინალი 

კარატე. 5-7 აგვისტო

6 აგვისტო: გოგიტა არქანია (კუმიტე. -75 კგ). წინასწარი და ფინალი 

აქვე გეტყვით, რომ ნებისმიერი ქართველი სპორტსმენი რომელიც ოლიმპიადას მოიგებს საქართველოს მტავრობისგან 1 მილიონ ლარს მიიღებს.






გაზიარება
მოინახულეს 2 543-ჯერ
კომენტარები
რეკლამა