იტალიის სერია ა-ს 24-ე ტურში, მილანმა ნაპოლი მიიღო.
2014 წლის შემდეგ, სერია ა-ს ეგიდით, საკუთარ კედლებში, როსონერის პარტენოპეი დამარცხებული არ ჰყავდა და ეს ნავსი გატეხა. მატჩის ერთადერთი გოლი ტეო ერნანდესის ანგარიშზეა - რაფა ლაუმ ფრანგი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მანაც გოლინის ახლო კუთხეში გაუტანა.
მანამდე რა ხდებოდა? ვალტერ მაძარიმ კვარა თავდამსხმელის უკან ათამაშა, რაც ნიშნავს, რომ ქართველს მეტი სამოქმედო სივრცე ჰქონდა. ტეოს გოლამდე, მან ჯოვანი სიმეონე დასარტყმელ პოზიციაში გაიყვანა, საიდანაც არგენტინელს უკეთ დარტყმა მართებდა, თუმცა მიზანმა უმტყუნა.
პირველ ტაიმში წაგების შემდეგ, მაძარიმ ტაქტიკა გადააწყო, ოსტიგორის ნაცვლად პოლიტანო შემოიყვანა, შეტევა გაამრავალფეროვნა, თუმცა, მომენტების მიუხედავად, შედეგს ვერ მიაღწია.
კვარას ციფრებში შესანიშნავი მატჩი ჰქონდა - საგოლე მომენტიც შექმნა, უმეტესი ორთაბრძოლაც მოიგო და აქტიურიც იყო, თუმცა გუნდს იღბალმა ზურგი აქცია. whoscored.com-ის მიხედვით, ქართველმა 7.1 ქულა მიიღო, რაც ნეაპოლელთაგან საუკეთესოა.
წყარო: leadersport.ge
კვლავ საუკეთესო თავის გუნდში! - რა შეფასება მიიღო კვარამ მილანთან?
12-02-2024, 08:05
გაზიარება
მოინახულეს 1 813-ჯერ
კომენტარები
25-04-2024 19:47
581
ვაჟა მარგველაშვილმა თურქი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)
ვრცლად
24-04-2024 10:32
213
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
351
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
941
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად