Image

გვარდიოლა: "ეს არ იყო გაფრთხილება მადრიდის რეალისთვის"

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 21-ნოე, 16:589 beqa_beqa 1241


"მე ვარ დადუმებული, ასეთი მაღალი რეზულტატის შემდეგ."- განაცხადა პეპ გვარდიოლამ "ალმერიასთან" მატჩის შემდეგ. "ჩვენ ვიყავით ეფექტურები. ჩვენ მიერ ნათამაშებ სხვა მატჩებთან შედარებით, ვითამაშეთ უფრო გააზრებულად. პირველ ტაიმში ჩვენ გვქონდა უამრავი მომენტი, რომელთა მსგავსებსაც სხვა მატჩებშიც ვქმნიდით, მაგრამ რთულად ვიყენებდით, ხოლო დღეს ეს ასე არ მოხდა."

იმის შესახებ, იყო თუ არა ეს გაფრთხილება მადრიდის "რეალისთვის" 29 ნოემბერს გასამართი კლასიკოს წინ, პეპ გვარდიოლამ განაცხადა: "ჩვენ მანამდე უნდა ჩავიდეთ საბერძნეთში, ხოლო რაც შეეხება რეზულტატს, ეს შედეგ არ არის გამაფრთხილებელი არცერთი გუნდისთვის."

"ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ მოვუგეთ მესამე გუნდს რომელსაც ყველაზე ნაკლები ბურთი აქვს გაშვებული მადრიდისა და "ბარსას" შემდეგ, მაგრამ დღეს მათ კარის შენახვა ისე აღარ გამოუვიდათ. ჩვენ გავიტანეთ 2 სწრაფი გოლი, ხოლო ამის შემდეგ ისინი გატყდნენ, და ყველაფერი ძალიან ადვილად მოხდა. ამის შემდეგ მე მათ ვუთხარი საუკეთესო გზა იმისა, რომ ოპონენტი დავაფასოთ არის კარგად თამაში, რათა მოვიგოთ."

უიღბლო ხუან ლილო მატჩის შემდეგ, საკუთარი პოსტიდან მოხსნეს, მწვრთნელმა დაიცვა იგი როგორც პიროვნება და მეგობარი: "ჩვენ ერთმანეთს მატჩის შემდეგ მივესალმეთ. მე მინდა რომ მას წარმატება ვუსურვო. ეს იყო ძნელი ჩემთვისაც და მისთვისაც. მე მას დიდი ხანია ვინცობ, ის არის ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელი."

როდესაც პეპ ჰკითხეს ფონტასზე მან განაცხადა, რომ იგი გაოცებული იყო ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაშით, ხოლო როდესაც ჟერარ პიკეზე სთხოვეს აზრის გამოთქმა, პეპმა განაცხადა: "პიკეს მუხლის მცირე ტკივილები აწუხებდა და ჩვენ არ გვინდოდა, რომ გაგვერისკა და იგი მოედანზე გამოგვეშვა."

ბოიანის გამოჩენის შესახებ პეპ გვარდიოლამ განაცხადა: "ჩვენ ყოველთვის ვენდობოდით მას. მისი თავგანწირვა არის გადამწყვეტი გუნდის გამარჯვებისთვის. მე გახარებული ვარ, რომ მან გოლების გატანა მოახერხა."

ბოლოს კი ვარდიოლამ ისაუბრა ფეხბურთელების დამოკიდებულებაზე: "ისინი ამ მატჩს სერიოზულად მოეკიდნენ, მთელი 90 წუთის განმავლობაში. ჩვენ წინა მატჩებში ბევრ ასეთ მომენტს ვქმნიდით, მაგრამ გოლის გატანა გვიჭირდა, ეს იყო სასიცოცხლო მნიშვნელობის ჩვენ ხშირად ვერ გარდავქმნიდით მომენტებს გოლებად."


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (174)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა