Image

მჭედლიძე ვარჯიშობს და თამაშისთვის მზადაა

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო / უცხოური ფეხბურთი 24-ნოე, 16:239 FCB 1476


















იტალიურ სერია B-ში მოასპარეზე “ემპოლის” ქართველმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ, ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა და სათამაშოდ მზადაა. შეხსენებისთვის, 20 წლის თავდამსხმელმა, 27 ოქტომბერს “ფიორენტინასთან” იტალიის თასის მატჩის 35-ე წუთზე, მარცხენა ფეხის ზედა კუნთი დაიზიანა და შესაცვლელი გახდა.
“ლევანმა რამდენიმე დღის წინ დაიწყო ვარჯიში. წინა კვირაში, სანამ “ლივორნოსთან” წააგებდნენ, უკვე გუნდთან ერთად იყო, მაგრამ ცოტა მსუბუქად ვარჯიშობდა. ახლა კი სრული დატვირთვით ემზადება და უახლოეს ტურშივე შეუძლია თამაში”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ფეხბურთელის ძმამ, გიორგი მჭედლიძემ.
“ემპოლიმ” “ლოვორნოსთან” 1:2 წააგო და ეს ტოსკანელთა პირველი მარცხი იყო სეზონში. 16 ტურის შემდეგ, მჭედლიძის გუნდი მეხუთე ადგილზეა და რა თქმა უნდა, სერია A-ში გადასვლას უმიზნებს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (267)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა