დღის ახალი ამბები

მაისაშვილი სიკვდილს ებრძოდა - როგორია ამჟამად საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ?

მაისაშვილი სიკვდილს ებრძოდა - როგორია ამჟამად საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ?

ლევან მაისაშვილის გამოჯანმრთელების ამბავი სოციალურ ქსელში ძალიან სწრაფად გავრცელდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქართველი რაგბის ქომაგების ყურადღება სამხრეთ აფრიკისკენ იყო მიმართული, სადაც მაისაშვილი იოჰანესბურგის კლინიკაში კორონავირუსს თვეზე მეტხანს ებრძოდა.

პოპსპორტი ''ბორჯღალოსნების'' ექიმს ნუცა შამათავას დავუკავშირდით და ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.

ნუცა შამათავა: ლევან მაისაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მის სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება, სუნთქავს დამოუკიდებლად და ცხვირის კანულის დახმარებით იღებს ჟანგბადს, შეუძლია საუბარი და კომუნიკაცია.

აქტიურად გადის რეაბილიტაციას ფიზიოთერაპევტების მეთვალყურეობის ქვეშ. შეუძლია გადაადგილება. კორონისშემდგომი გართულებები შეიძლება ითქვას რომ მთლიანად "ალაგდა". ანალიზები და სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. გრძელდება მედიკამენტოზური მკურნალობა. იმედი გვაქვს, რომ სულ ცოტა ხანში ლევანი დაბრუნდება საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან ერთი ტესტ-მატჩის ჩატარება მოასწრო, ხოლო მეორე შეხვედრა ნაკრებებში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვებების გამო გადაიდო.





გაზიარება
მოინახულეს 1 386-ჯერ
კომენტარები
რეკლამა