Image

ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი / NBA 30-დეკ, 11:559 Sportnews 1519


















რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსმა" „გოლდენ სტეიტი" 103:93 დაამარცხა და მე-20 მოგება მიითვალა. ახლა ნბა-ში სულ 10 გუნდია ისეთი, რომელსაც 20 და მეტი გამარჯვება აქვს. ქართველმა ცენტრმა კი 19 წუთი ითამაშა და 11 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

საინტერესოა, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში ფაჩულია იყო ერთადერთი სათადარიგო, რომლის ქულათა მონაგარმა 10-ქულიან ზღვარს გადააჭარბა.

ამ გამარჯვებამ ატლანტელებს საშუალება მისცა, აღმოსავლეთ კონფერენციაში „ნიუ იორკისთვის" გადაესწროთ. მომდევნო შეხვედრას „ატლანტა" ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, 31 დეკემბერს, "ოკლაჰომა სიტისთან" გამართავს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (337)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა