Image

მესი და მოურინიო საუკეთესოებად აღიარეს

სიახლეები / ფეხბურთი 12-იან, 10:289 Sportnews 3446


















ციურიხში გამართული გალა-დაჯილდოება დასრულდა. პირველად ფეხბურთის ისტორიაში 2010 წლის საუკეთესო მოთამაშეს FIFA - სა და France Football - ის გაერთიანებული პრიზი, FIFA Ballon d’Or გადაეცა...

მესი და მოურინიო საუკეთესოებად აღიარეს


2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ბევრისთვის მოულოდნელად ლიონელ მესი დასახელდა, მან თავის მსოფლიო ჩემპიონ თანაგუნდელებს ხავის და ინიესტას აჯობა. მესიმ ხმების საერთო რაოდენობის 22.65% მიიღო , მეორე ადგილზე ანდრეს ინიესტა გავიდა, რომელმაც ხმების საერთო რაოდენობის 17.36% მიიღო, ხავიმ კი 16.48% მოაგროვა.

მესი და მოურინიო საუკეთესოებად აღიარეს


2010 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი მადრიდის "რეალის" თავკაცი ჟოზე მოურინიო გახდა, მან აჯობა თავის კონკურენტებს ვისენტე დელ ბოსკეს და ხოსეპ გვარდიოლას. მოურინიომ ხმების 35.92% მოაგროვა. დელ ბოსკეს 33.08% ხვდა წილად, გუარდიოლა კი 8.45 პროცენტს დასჯერდა.

მესი და მოურინიო საუკეთესოებად აღიარეს


ასევე ცნობილი გახდა FIFA/FIFPro-ს 2010 წლის გუნდში შემავალ ფეხბურთელთა ვინაობა. როგორც მოსალოდნელი იყო, სიმბოლური ნაკრები "ბარსელონას", "რეალისა" და "ინტერის" ფეხბურთელებით დაკომპლექტდა.

მეკარე: იკერ კასილიასი ("რეალი", ესპანეთი);



მცველები: მაიკონი ("ინტერი", ბრაზილია), ლუსიო ("ინტერი", ბრაზილია), ხერარდ პიკე ("ბარსელონა", ესპანეთი), კარლეს პუიოლი ("ბარსელონა", ესპანეთი);



ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა", ესპანეთი), ხავი ("ბარსელონა", ესპანეთი), უესლი სნეიდერი ("ინტერი", ჰოლანდია);



თავდამსხმელები: ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა"), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი", პორტუგალია), დავიდ ვილია ("ბარსელონა", ესპანეთი).



მესი და მოურინიო საუკეთესოებად აღიარეს


ზედიზედ მეხუთედ, წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დასახელდა ბრაზილიელი მარტა, რომელსაც კონკურენციას გერმანელი ფეხბურთელები, ბრიგიტ პრინცი და ფატმირე ბაირამაი უწევდნენ.

მესი და მოურინიო საუკეთესოებად აღიარეს


ქალებს შორის, წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება გერმანიის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა, სილვია ნეადმა მოიპოვა, რომელმაც გერმანიის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ მარენ მაინერტსა და ამერიკის შეერთებული შტატების შვედ დამრიგებელს, პია სუნდაგს აჯობა.

მესი და მოურინიო საუკეთესოებად აღიარეს


2010 წლის საუკეთესო გოლის ავტორი თურქი ფეხბურთელი ჰამიტ ალტინტოპი გახდა, რომელმაც შესანიშნავი გოლი გაუტანა ყაზახეთის ნაკრებს ჰამიტ ალტინტოპმა ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი მიიღო.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
FCB 11 იანვარი 2011 15:39
ციტატა: რაულიტო
რატო და ყატარში და რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარება მართებული იყო? როცა ინგლისის, პორტუგალია , ჰოლანდია იყვნენ კანდიდატები ასევე.


მაგ ქვეყნებში უმაღლეს დონეზეა ყატარში და რუსეთში კი საშUალო დონეზე... არ შეილება მარტო ევროპაზე გაჩერება... მე მაგალითად ძაან მიხარია რუსეთში რო ატარებენ და წავალ კიდეც საყურებლად...
Sportnews 11 იანვარი 2011 13:49
admin,

რატო და ყატარში და რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარება მართებული იყო? როცა ინგლისის, პორტუგალია , ჰოლანდია იყვნენ კანდიდატები ასევე.

თუნდაც ამ შემთხვევაში მესის არანაირად არ ეკუთვნოდა, რადგან შარშან მაინც დ ამაინც წარმატებული სეზონი არ ჰქონია.
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 11 იანვარი 2011 13:27
რატომ ფიქრობ რომ შეცდომებს უშვებს?
Sportnews 11 იანვარი 2011 02:27
ფიფა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს და არ შეიძლება ასე, დროზე წავიდეს ის ბლატერი
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (275)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა